in

მცხეთაში ახალი აკუსტიკური ფესტივალი „კერა“ გაიმართება

26 და 27 სექტემბერს, მცხეთაში, ახალი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი „კერა“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ხელოვნების სტუდია „საგურამოს ველი“.

აკუსტიკურ ფესტივალში მონაწილეობენ: „მწვანე ოთახი“, Windshield, Hobby Band, Half Moon (Tornike Gagoshvili), Tender Babies (Lua), On The Road, Pecho (SOFT EJECT)

ფესტივალი ტარდება ახალ სივრცეში „ქართული პიკნიკი“. ეს არის რესტორანი, მცხეთაში, პიკნიკის კონცეფციით, ღია ცის ქვეშ.

„სტუმრებს დაგხვდებათ ღია სამზარეულო 12-მეტრიანი სამწვადე და ხინკლის მოსახარში დახლი, ლამაზი ბაღით, საოცარი ხედებით, სასიამოვნო დასაჯდომი ადგილებით, საპიკნიკე მოლებით და ფეხზე დასადგომი მაგიდებით.

 

ფესტივალი ტარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით. გვინდა, ღონისძიების სტუმრებს ვთხოვოთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა, დავემორჩილოთ არსებულ წესებს და რეგულაციებს, რადგან მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, ამ პერიოდში, მხარში დავუდგეთ ქართველ არტისტებს და ჩავატაროთ პირველი აკუსტიკური ფესტივალი“.

აკუსტიკურ ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ზე (26 სექტემბრის ბილეთები და 27 სექტემბრის ბილეთები). 1-დღიანი ბილეთის ფასია 25₾.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ფესტივალის თითო დღეს გაიყიდება მხოლოდ 111 ბილეთი“.

 

[R]

LG-ის ორეკრანიანი სმარტფონი – Wing, ინტეგრირებული სტაბილიზატორით

პროგრამისტი შოთა ჟვანია Tesla-ს ბერლინის ოფისში იმუშავებს