in

Kernel Flow — ჩაფხუტი, რომელსაც ჩვენი ტვინის „წაკითხვა“ შეუძლია

ოდესმე გქონიათ სურვილი, გაგეგოთ, რა ხდება ვიღაცის გონებაში? თუ ასეა, მალე შესაძლებელი გახდება თქვენი ოცნების რეალობად ქცევა. მიმდინარე წლის დასაწყისში ამერიკულმა სტარტაპმა Kernel შექმნა ჩაფხუტი, სახელწოდებით Kernel Flow, რომელიც ახლო ინფრაწითელ შუქს იყენებს ადამიანის ტვინის სკანირებისთვის.

რეგულირებადი მოწყობილობა 52 მოდულისგან შედგება, რომელიც თავის თითოეულ მხარეს გადანაწილებულ ოთხ ფირფიტაზეა გადანაწილებული. ისინი აღჭურვილია ლაზერით და 6 ექვსკუთხა დეტექტორით. ორი ლაზერი, სხვადასხვა ტალღის სიგრძით, ტვინისკენ მიმართავს სინათლეს. დეტექტორები ანარეკლ შუქს „იჭერს“ და ფოტონების გამოჩენის დროს აფიქსირებს.


მოწყობილობა ახლო ინფრაწითელი დროის დომენის ფუნქციონალურ სპექტროსკოპიას (TD-fNIRS) იყენებს, რომელიც დიდი ხანია, ტვინის ვიზუალიზაციაში გამოიყენება. „TD-fNIRS ოქროს სტანდარტად ითვლება ტვინის არაინვაზიური ოპტიკური გამოსახულების მოწყობილობებისთვის. თუმცა მისი მაღალი ღირებულების, კომპლექსურობისა და დიდი ფორმის ფაქტორის გამო, ისე აქტიურად არ გამოიყენება, როგორც სხვა სისტემები“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.

Kernel რამდენიმე კვლევას ატარებს Flow სისტემით, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული მიზანი აქვს. ამასთან, მონაწილეებს შეუძლიათ, აირჩიონ, რომელ კვლევაში სურთ მონაწილეობის მიღება. როგორც Physics World იუწყება, საწყისი შედეგები იმედისმომცემია და ტვინის გამოსახულების ტექნოლოგიის განვითარება საკუთარი ფიქრების თუ ჯანმრთელობის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

რა თქმა უნდა, ინოვაციას თან ახლავს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, შესაძლოა, თმის ტექსტურასა და კანის ტიპს გარკვეული გავლენა ჰქონდეს საბოლოო შედეგებზე. ამაზე ისიც მოქმედებს, რომ ჩაფხუტი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დახვეწილი და განვითარებული. თუმცა Kernel-ის გუნდის შეფასებით, კომერციული სისტემები უკვე 2024 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

IKEA უცხოპლანეტელებს დედამიწაზე ადაპტაციაში ასე დაეხმარება

მსოფლიოში ყველაზე გრძელი მანქანა აუზით, გოლფისა და ვერტმფრენის მოედნებით