ამბავი ასეთია — მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ბოლივიის სუპერმარკეტების ქსელმა Ketal-მა ერთ მარტივ და ჭკვიანურ მეთოდს მიაგნო. თუმცა მანამდე Ogivly Bolivia-სთან გაერთიანდა და გადაწყვიტა, შემაშფოთებელი სტატისტიკისთვის რაღაც მოეხერხებინა — 4-დან მხოლოდ ერთმა ქალმა იცის, როგორ შეიმოწმოს მკერდზე კიბოს ნიშნები… ამიტომაც, #TouchYourBreasts-ის კამპანია პარალელს ხილისა და მკერდის შემოწმებასთან ავლებს. გვეუბნება, როგორ შეიძლება ჰგავდეს ხილის სიმწიფე, ტექსტურა და არასრულყოფილება პოტენციურ სიმპტომებს.
![]()
ავოკადოს ამობურცული ნაწილები, ტექსტურის ცვლილება ფორთოხლის კანში, ლაქები მანგოზე ან პაპაიაზე ახლა ტაქტილური შემახსენებელია ქალებისთვის, რომ გაუფრთხილდნენ მკერდის ჯანმრთელობას.
![]()
როგორც ვიგებთ, სუპერმარკეტში განთავსებულ ხილზე QR კოდებიცაა დატანილი, რომლებიც მომხმარებლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისკენ უბიძგებს. საინტერესოა, რომ Ketal ადგილობრივ კლინიკებთანაც თანამშრომლობს, რათა მომხმარებლებს მკერდის კიბოს სკრინინგი შესთავაზოს.
![]()
თუ Ogilvy Bolivia-ს შემოქმედებით ხელმძღვანელ ჰენრი მედინას დავუჯერებთ, კამპანიის გავლენა საკმაოდ დიდ მასშტაბებზე გავრცელდა — ორი მილიონი მოსახლიდან გზავნილი უკვე მიიტანა ერთ მილიონ ადამიანამდე…
![]()













