როდესაც რაიმე პროდუქტზე გესაუბრებიან, რომელი ბრენდი გახსენდებათ მაშინვე? მაგალითად, კეტჩუპის დახატვა რომ გთხოვონ, რომელი დიზაინი გაგახსენდებათ? მომხმარებლის Top Of Mind-ის გამოცდა ბრენდმა Heinz გადაწყვიტა. ექსპერიმენტის ფარგლებში მიიწვიეს მომხმარებლები, ხუთივე კონტინენტიდან და ანონიმურად სთხოვეს, უბრალოდ, კეტჩუპი დაეხატათ. ნახეთ ვიდეოში, როგორი შედეგი მიიღეს.