in

ამიერკავკასიის პირველ JCI აკრედიტებულ ლაბორატორია „მეგალაბს“ ქეთევან კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დიაგნოსტიკურ მიმართულებას 2023 წლის მარტიდან ქეთევან კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს.

ჯგუფის დიაგნოსტიკურ მიმართულებას წარმოადგენს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“, რომელიც ემსახურება როგორც ქვეყნის უმსხვილეს ჰოსპიტლებსა და კლინიკებს, ასევე წარმოდგენილია საცალო მომსახურების ქსელით. მეგალაბი გახდა პირველი ლაბორატორია რეგიონში, რომელმაც 2022 წლის 24 ივლისს Joint Commission International („JCI“) აკრედიტაცია მიიღო. JCI საერთაშორისო აკრედიტაცია აღიარებულია, როგორც გლობალური ლიდერი ჯანმრთელობის დაცვის ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ქეთევანი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) 2015 წელს შეუერთდა, ინვესტორებთან ურთიერთობისა და ფინანსური სახსრების მოძიების მიმართულებით; ხოლო მალევე, 2017-ში, ამავე მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. ვიდრე GHG-ში მოხვდებოდა, ქეთევანი Ernst & Young-ის უფროსი აუდიტორი იყო. ქეთევანს დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხით.

[R]

Live.ge-დან belive-მდე: სპორტულმა მედია პლატფორმამ რებრენდინგი განიცადა

„არაერთი საინტერესო პროექტია მზად, რომ ჩაეშვას წარმოებაში, მაგრამ…” – ქართული ანიმაციის გამოწვევები