16
Apr
2019

ქალი პორტრეტისტი – ქეთევან (ქეთო) მაღალაშვილი

16 Apr 2019

,,მთელ მის იერს უაღრესი კეთილშობილება ახასიათებს, ძველებურ ქართველ ქალსა ჰგავს… მაღალი, დინჯი, დარბაისელი.”გ. ტაბიძე
მეოცე საუკუნის საქართველო ძალიან საინტერესო ხანაა, უახლოესი ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილი. მნიშვნელოვანი ადამიანებით სავსე, შემოქმედებითი კუთხით, ახლის ძიებით, განვითარებით..

ქეთევან მაღალაშვილი 1894 წლის 19 აპრილს ქუთაისში, ერთ ძალიან საინტერესო ოჯახში დაიბადა. მამა, კონსტანტინე მაღალაშვილი ფინანსისტი იყო. უყვრდა ხატვა და ქართული ლიტერატურა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა. დედა, ანასტასია კანდელაკი ძალიან კარგი მცოდნე იყო ე.წ ,,ხალხოსნური მწერლობის”. სწორედ მან გადაუშალა ლიტერატურის დიდი სამყარო თავის შვილებს. ოჯახთან დაახლოებული პირი ყოფილა ვაჟა-ფშაველა, რომელიც მაღალაშვილების ოჯახის ხშირი სტუმარი იყო.

ქეთევან მაღალაშვილის დაბადებიდან ოჯახი მალევე გადადის თბილისში საცხოვრებლად. ის ქალთა მე მე-3 გიმნაზიაში შეჰყავთ სასწავლებლად. ხატვის გაკვეთილები უღრმავებს ინტერესს ხატვისადმი. 1911 წელს ნატიფ ხელოვნებათა ხელისშემწყობი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში აგრძელებს სწავლას. 1914 წელს კი მოსკოვის ფერწერის, მქანდაკლებლობისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში განაგრძობს განათლების მიღებას. ორი წლის მერე მაღალაშვილი უკან საქართველოში არდადეგების გასატარებლად ჩამოდის, მაგრამ მოსკოვში ვეღარ ბრუნდება იქ მომხდარი რევოლუციის გამო.

1919 წელს მაღალაშვილი ხატავს მამიდას თავზე ქართული ჩიხტიკოპით. ეს იყო მისი პირველი პორტრეტი, რომელმაც მხატვარს წარმატება მოუტანა 1927 წელს მოსკოვში გამართულ გამოფენაზე – ,,საბჭოთა კავშირის ხალხთა ხელოვნება”. პორტრეტი აღიარებული იქნა საუკეთესო რეალისტურ ნამუშევრად. ამ ნახატის წყალობით მიხვდა, რა მიმართულებით უნდა ემუშავა. ფიქრობდა, რომ მისი წარმატების მიზეზი ზუსტად მისი პერსონაჟის ხასიათის ცოდნა იყო.

ის ამბობდა : ,,სანამ მუშაობას შევუდგები, ადამიანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა შემთხვევაში უნდა ვნახო. შემდეგ ვჯდები სახატავად. ზოგჯერ ჩემმა პერსონაჟებმა არც კი იციან, რომ მათ დახატვას ვაპირებ.”

მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა დიმიტრი შევარდნაძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი 12aaefc0ba.images.new_photo_2.photo2017_sazogadoeba.dimitrishevardnadzeროლი ითამაშა მისი, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში. მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდათ. მათი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ერთგულება ყველასათვის მაგალითის მიმცემი იყო. ქეთევან მაღალაშვილი მას ასე ახასიათებდა:

,,ის იყო უჩვეულო, ნათელი პიროვნება,პატიოსანი, ენერგიული,მოქმედი. მისი მხატვრული ალღო და უდიდესი ერუდიცია განსაკუთრებული ძალით იზიდავდა ადამიანს. რამდენი კარგი მხატვარია, მაგრამ ამ თვისებას მოკლებული..”

დიმიტრი შევარდნაძე ხსნის ფიროსმანიშვილის გამოფენას და წერს ქეთო მაღალაშვილს: ,,გუშინწინ დიდი ზეიმით გავხსენით ფიროსმანიშვილის სურათების გამოფენა… საყურადღებოა, როგორ კარგად დაახასიათა ფიროსმანიშვილის შემოქმედება მუზეუმის დირექტორმა პოლონსკიმ… გუშინ გამოფენაზე მოვიდა გერმანიის ელჩი თავისი ცოლით და მდივნით. ნახევარი საათი დარჩნენ და ძალიან ინტერესით დაათვალიერეს გამოფენა. მითხრეს ევროპაში ძალიან მოიწონებენო და წინდაწინ გილოცავთ გამარჯვებასო.”

მათ არასდროს მიუწერიათ ერთმანეთისთვის სასიყვარულო წერილები, მათ მხოლოდ ფარულად უყავრდათ ერთმანეთი. ქეთო მაღალაშვილი საგულდაგულოდ ინახავდა მის ყოველ გამოგზვანილ წერილს. ქეთო მაღალაშვილი მას შემდეგ, რაც ვეღარ ახერხებს მოსკოვში დაბრუნებას, იწყებს მასალების შეგროვებას ქართული ჩაცმულობის ისტორიაზე. ამ თემაზე მუშაობა მან ივანე ჯავახიშვილის რჩევით დაიწყო. 1923 წელს ქეთო მაღალაშვილი გერმანიაში ხუთი თვით ჩადის და სწავლობს ერთ-ერთ კერძო სტუდიაში, სადაც ახალბედა სტუდენტების კარიკატურებს ხატავდა და შემდეგ ,,ადრესატებს” ჩუქნიდა. გერმანიის მერე საფრანგეთს მიემგზავრება, სადაც ქირაობს სახელოსნოს კამპან-პრემიერაზე, ხოლო სწავლას ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის 80-იან წლებში იტალიელი მოქანადაკის, ფილიპო კოლაროსის მიერ დაარსებულ აკადემიაში განაგრძობს.

1926 წელს ქეთო მაღალაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდება და მუშაობას ეროვნულ გალერეაში იწყებს. ქეთო მაღალაშვილი ასევე მუშაობდა რესტავრატორად ხელოვნების მუზეუმში, რომელიც დ.შევარდნაძის თაოსნობით მეტეხის ეკლესიაში იყო მოწყობილი, იღებდა მონაწილეობას მონუმენტური მხატვრობის შესწავლაში. მისი შექმნილი ასლებდან აღსანიშნავია ,,საიდუმლო სერობა” დავით-გარეჯის X-XI სს-ის მოხატულობიდან და ნაბახტების ფრესკების ასლები. მან ასევე შეასრულა ხახულის ღვთისმშობლის ხატის და გელათის მოზაიკის ასლები.

მხატვრისთვის ცალსახად მნიშვნელოვანი პერიოდია დიმიტრი შევარდნაძესთან გატარებული წლები. მათი მეგობრობა 19 წელს გაგრძელდა. 1937 წლის რეპრესიებმა ქართული ინტელიგენციის ნაწილთან ერთად დიმიტრი შევარდნაძეც შეიწირა. მისი დახვრეტის მერე მაღალაშვილმა შეწყვიტა მუზეუმში მუშაობა. ერთ დროს მხიარული, გულღია ქეთო გადაიქცა ჩუმ, სევდიან და უხმაურო ცხოვრებისკენ მიდრეკილ ადამიანად. მას ძალიან კარგი მეგობრობა აკავშირებდა ელენე ახვლედიანთან. ისინი ერთმანეთის ხშირი სტუმრები იყვნენ, ხოლო მათი სახლები უამრავი შემოქმედი ადამიანის შეკრების საყვარელი ადგილი იყო.

ქეთო მაღალაშვილს არ უყვარდა უცნობი ადამიანების დახატვა და როცა ეკითხებოდნენ თუ რატომ, ის პასუხობდა: ,,უცნობი ადმაიანები შეიცვლებიან, მაგრამ მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიას ვერ შეცვლიო”. მისი ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო e18398e18390e18399e1839de18391-e1839ce18398e18399e1839de1839ae18390e183abe18398e183a1-e1839ee1839de183a0e183a2e183a0e18394e183a2e18398ნაწარმოებია იაკობ ნიკოლაძის პორტრეტი, რომლის წყალობითაც ქართულმა საზოგადოებამ 1922 წელს ის თავად იაკობ ნიკოლაძის დაბადების დღეზე გაიცნო, იაკობ ნიკოლაძემ კი საზოგადოებას ახალი მხატვრის დაბადება მიულოცა.

მაღალაშვილი ორ ნაწილად ყოფდა თავის პერსონაჟებს – რთულ და ადვილ მოდელებად. როგორც ცნობილია, რთული პერსონაჟების კატეგორიაში შედიოდნენ კონსტანტინე გამსახურდია და ნოდარ დუმბაძე. ქეთო მაღალაშვილი იხსენებდა კონსტანტინე გამსახურდიასთან მუშაობას და ამბობდა :

“გამსახურდიამ მითხრა: შენ, რომ არა, მაღალაანთ ქალო, ვერავინ შეძლებდა ნახატში ჩემი განწყობის გადმოცემასო. არადა ხომ გაგეგონებათ, როგორი რთული ადამიანია, მაგრამ სანამ არ დავიმორჩილე და არ ვიპოვე მისი შინაგანი ბუნების შტრიხები, მანამ არ დავჯექი მის დასახატად.”

ნოდარ დუმბაძის გაცნობა კი ,,მე, ბებია, ილიკო, და ილარიონის” წაკითხვის შემდეგ მოუნდომებია. ცნობილია, რომ ხატვის დროს ნოდარ დუმბაძე ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, ცქმუტავდა ბოლოს სკამზე ვეღარ გაძლო და წამოხტა. ქეთო მიუბრუნდა და უთხრა: “რა არის, ეს პროტესტიაო ? – ეხ , ქეთო ნეტა მართლა პროტეზი იყოს, რაღა მიჭირდაო.”

ყველა ადამიანი, რომელიც მასთან თანამშრომლობას იწყებდა მისი ახლო მეგობარი ხდებოდა. ზუსტად ამ ძლიერმა, დახვეწილმა და ინტელექტუალმა ქალმა შეძლო, დაეტოვებინა თავისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების პორტრეტები. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ქეთო მაღალაშვილის სახლ-მუზეუმი არ არსებობს. მისი ნახატები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ასევე ქ. მაღალაშვილის ოჯახისა და კერძო კოლექციებში.

ავტორი: მარიამ ნაცვლიშვილი

განხილვა