in

ქეთევან ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი – პროფესიონალიზმის გარანტია

სტომატოლოგია მხოლოდ პროფესია არ არის – ეს ხელოვნებაა, რომელიც საფუძვლიან ცოდნას, გამოცდილებას და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. სწორედ ესაა ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრის მთავარი პრინციპი. აქ თითოეული პაციენტი განსაკუთრებული ყურადღებით და პროფესიონალური მიდგომით იღებს მომსახურებას.

24 წლიანი გამოცდილება და ათასობით ბედნიერი პაციენტი

ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან ხიზანიშვილი, ფლობს სტომატოლოგიის ყველა შესაბამის ლიცენზიას და კოორდინაციას უწევს ცენტრში დასაქმებულ სტომატოლოგთა პროფესიულ საქმიანობას. ქეთევანმა ამ სფეროში 24-წლიანი გამოცდილება დააგროვა და ამ პერიოდის განმავლობაში, მის ხელში დაახლოებით 10,000-მა პაციენტმა გაიარა. სწორედ მისი პროფესიონალიზმი გახდა პროფესიოული წარმატების საწინდარი. ამ გამოცდილებამ განაპირობა იმ სტანდარტების შექმნა, რაც დღეს, ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. 

ქეთევან ხიზანიშვილი

თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები 

ცხადია, კლინიკა აღჭურვილია უახლესი სადიაგნოსტიკო და მკურნალობის ტექნოლოგიებით, რაც პაციენტებისთვის მაქსიმალურ სიზუსტეს და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს. თანამედროვე 2D და 3D რენტგენოლოგია, მიკროსკოპული მკურნალობა, ინტრაორალური სკანერი – ეს ყველაფერი პროცედურების სწრაფად და ეფექტურად ჩატარების საშუალებას იძლევა.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და საერთაშორისო სტანდარტები 

კლინიკაში დასაქმებული 14 თანამშრომლიდან, 6 მაღალკვალიფიციური სტომატოლოგია. თითოეული მათგანი მუდმივად გადის საერთაშორისო ტრენინგებს და მონაწილეობს პროფესიულ სემინარებში, რათა პაციენტებს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მკურნალობა შესთავაზონ. 

ქეთევან ხიზანიშვილის მიღწევები 

ქეთევან ხიზანიშვილი მუდამ ზრუნავს საკუთარი ცოდნის გაღრმავებაზე. ბოლო პერიოდში გავლილი პოსტდიპლომური ტრენინგებიდან აღსანიშნავია 2-წლიანი ევროპული ციფრული ორთოდონტიის კურსი – „თანამედროვე ციფრული ორთოდონტია: ხარისხი და ეფექტურობა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტი, Dr. Guido Sampermans.

გარდა ამისა, ქეთევან ხიზანიშვილი ამჟამად გადის 3 წლიან ინტენსიური კურსს – „ყველაფერი ენდოდონტიური მკურნალობის შესახებ“. 9 მოდულიან კურსს ხელმძღვანელობს მსოფლიო დონის ენდოდონტისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ისრაელის სერტიფიცირებული ენდოდონტისტი და Sheba Medical Center-ის პოსტდიპლომური პროგრამის ხელმძღვანელი, მიხეილ სოლომონოვი.

ამასთან ერთად, ქეთევან ხიზანიშვილმა გაიარა უმნიშვნელოვანესი ქირურგიული მასტერკლასი, ქალაქ ბოლონიაში, Zuccheli Institute-ში. კურსის ფარგლებში, ქეთევანმა კიდევ უფრო გაიღრმავა ცოდნა კბილისა და იმპლანტების ირგვლივ რბილი ქსოვილებისა და პლასტიკურ ქირურგიაში. ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე ესწრებოდა სპლინთერაპიისა და გნათოლოგიის მასტერკლასს, ქალაქ სტამბულის პრესტიჟულ ცენტრში. 

მსგავსი გამოცდილებები კიდევ უფრო ამყარებს მისი სტომატოლოგიური ცენტრის სანდოობას და პროფესიონალიზმს.

რატომ ქ.ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი?

ყველაფერი ერთ სივრცეში – კლინიკა პაციენტებს ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს: თერაპია, ორთოპედია, ქირურგია, იმპლანტაცია, ორთოდონტია და ესთეტიკური სტომატოლოგია. 

ინდივიდუალური მიდგომა – ყოველი პაციენტი იღებს მკურნალობის პერსონალიზებულ გეგმას, რაც საუკეთესო შედეგის გარანტიაა.

მუდმივი განვითარება – ექიმები მუდმივად გადიან ტრენინგებს და ეცნობიან უახლეს სტომატოლოგიურ მეთოდებს.

უმაღლესი ხარისხის მკურნალობა – ინოვაციური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მკურნალობის უმტკივნეულო, უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტულ პროცესს.

„სტომატოლოგია ჩემი მოწოდებაა. არაფერია იმ შეგრძნებაზე უკეთესი, როცა კმაყოფილი პაციენტი ბედნიერი ღიმილით ტოვებს კლინიკას. ამ მომენტში ვიაზრებ, რომ ჩემი შრომა ამად ღირდა. თითოეული ადამიანი, ვინც ჩვენს კარს შემოაღებს, მაშინვე გრძნობს ყურადღებას და ზრუნვას. ბედნიერი ღიმილი კი სწორედ სანდო გარემოში იბადება“, – ქეთევან ხიზანიშვილი, ცენტრის ხელმძღვანელი. 

დროა, გაილამაზო ღიმილი ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიურ ცენტრში.

[R]

ილონ მასკმა პარალიზებულ ადამიანს საუბარი კვლავ შეაძლებინა — Neuralink-ის მესამე პაციენტი თავის ამბავს YouTube-ზე ჰყვება

Gemini-ის ერთ მოთხოვნაზე უკვე 10 ფოტო შეგიძლიათ დაამატოთ