6
Sep
2018

ქეთი ბოჭორიშვილი – #პირველისამსახური

6 Sep 2018

15 წლის ვიყავი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკულ ოჯახში ვცხოვრობდი. დამატებითი შემოსავალი რომ გამჩენოდა, ბავშვებს რამდენიმე საათით ვიტოვებდი და შესაბამის გასამრჯელოსაც ვიღებდი. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოშიც გავაგრძელე – ხან ინგლისურის გაკვეთილებს ვატარებდი და ხან ნამცხვრებსაც ვაცხობდი. რაც მთავარია, თითოეულ ამ საქმეს შესაბამისი უნარების გამომუშავება მოყვა, ისეთი უნარ-ჩვევების, როგორიცაა, მაგალითად, პასუხისმგებლობის გრძნობა, დავალების დროულად შესრულება, ორგანიზებულობა, საკუთარი თავის დისციპლინაში მოყვანა… ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ აქტიურად ვიყავი ჩაბმული სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში, ვცდილობდი, სხვადასხვა სამუშაო ადგილას გამევლო სტაჟირება, სადაც არ მქონდა ფულადი ანაზღაურება, მაგრამ ამგვარ პროექტებში ჩართულობამ კიდევ სხვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და მთელი რიგი უნარები შემძინა.

18 წლის ასაკში უკვე ოფიციალურად დავიწყე მუშაობა საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოში, რომლის მთავარი ფუნქციაც ახალგაზრდების კონკურსით შერჩევა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება იყო. ასევე, ვიყავი ამ პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციაციის ხემძღვანელი, რომლიც ამერიკაში ნასწავლი და უკან დაბრუნებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ვაწყობდი. თავდაპირველად, დავიწყე პროგრამის ასისტენტად მუშაობა და ბევრ სხვა საქმეებთან ერთად, ისეთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება მიწევდა, როგორიც იყო ტელეფონის ზარებზე პასუხი, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ვცილობდი გაცილებით მეტი გამეკეთებინა, დამატებით ინიციატივები გამომეჩინა, რამაც უმოკლეს ვადაში მოახდინა ჩემი დაწინაურება და კოორდინატორი გავხდი. ასე უფრო  მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობდა და მეტ მოვალეობასაც მაკისრებდა. კიდევ უფრო გაიზარდა ჩემი მუშაობის არეალი. ყოველთვის ვცდილობდი გაცილებით მეტი გამეკეთებინა და ასევე, მოკლე ხანში, პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე გადავედი, ხოლო ორგანიზაციაში 7 წლიანი მუშაობის გამოცდილების ფონზე, დამატებით პროექტებში ჩავერთე. ამერიკული საბჭო, განათლების სამინისტროსთან ერთად, ჩართული იყო ეროვნული გამოცდების შემუშავების პროექტში, სადაც ჩემი ორგანიზაციით მეც ვიყავი აქტიურად ჩართული.

ჩემი თითოეული სამსახური ძალიან მიყვარდა და ალბათ მთელ გულს ვდებდი ამის შესრულებაში, თითოეული სამსახურის შესრულებაში ვიყავი ამაყი და ვიცოდი, რომ შემდეგ საფეხურზე აუცილებლად გადავიდოდი.

ქეთი ბოჭორიშვილი – ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი.

განხილვა