in

ქეთი კოზმანაშვილი – #პირველისამსახური

ჯერ კიდევ, უნივერსიტეტში სწავლისას, მეორე კურსზე ზუსტად ვიცოდი – იმისთვის, რომ დამოუკიდებელი იყო, საჭიროა გქონდეს საკუთარი შემოსავალი. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად დავიწყე აბიტურიენტების მომზადება ზოგად უნარებში. პირველი შემოსავალიც ეს იყო… შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა, მიმეღო მეტი გამცდილება, მქონოდა მეტი კონტაქტი ადამიანებთან. პირველი ოფიციალური სამსახურიც სწავლის მე-4 კურსზე დავიწყე – ეს იყო მაშინდელ „კორ სტანდარტ ბანკში“ გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე. ვაკანსია ინტერნეტში ვნახე, შემდეგ გასაუბრების რამდენიმე ეტაპი გავიარე და ასე მოვხვდი საბანკო სისტემაში. ახლაც ცხადად მახსოვს გასაუბრების პროცესი – ჯგუფის წევრებს დავალება მოგვცეს – სხვა კანდიდატებისთვის კალამი უნდა მიგვეყიდა. 

ბანკში დიდხანს არ გავჩერებულვარ, სამსახური არ იყო ანაზღაურებადი და თან თავიდანვე ვიცოდი, რომ ბევრად უფრო მასშტაბური და განსხვავებული საქმე მიზიდავდა. 

კვლავ ინტერნეტის საშუალებით ვნახე ვაკანსია და ასე მოვხვდი მაშინდელ NCIB-ში, რომელსაც დღესბიასსახელით იცნობთგასაუბრების რამდენიმე ეტაპი გავიარე და შევუდექი საქმეს. „ბიაში” 2 წელი გავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდმა მართლაც დიდი გამოცდილება მომცა გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების პროცესში. 

შემდეგ იყო უკვე ჩემი გზა ტექნიკის ინდუსტრიაში – GO! Electornics, ტექნიკის სახლი „ოქეი“, შემდეგ „ალტა-ოქეი“, „სმაილი“ – ამ კომპანიებში სხვადასხვა დროს ვიკავებდი მარკეტინგის დირექტორის პოზიციას. ჯამში, ტექნიკის ინდუსტრიაში 9 წელი ვიმუშავე, 

პირველმა სამსახურმა და ალბათ, განსაკუთრებით, მაინც „ბიამ“ მასწავლა, როგორ უნდა წარმართო მოლაპარაკება ისე, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მასწავლა მეტი დიპლომატია და, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა. ამ პერიოდში უამრავ განსხვავებულ ადამიანს ვხვდებოდი, მათთვის ჩვენი პროდუქციის შეთავაზება არასდროს ჰგავდა ერთმანეთს – სწორედ ეს ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემს პროფესიულ ზრდაში. თავიდან, ცხადია, მქონდა გარკვეული უხერხულობები და ბარიერები, შეთავაზების პროცესში, მაგრამ ეს ყველაფერი დავძლიე და პირიქით, ვეცადე, ჩემს ძლიერ მხარედ მექცია. 

ქეთი კოზმანაშვილი – “ფარმადეპოსქსელის ხელმძღვანელი, The Body Shop საქართველოს ფრანჩაიზის ხელმძღვანელი.

Japan Tobacco International ახალგაზრდებს საერთაშორისო სტაჟირების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს

ნახეთ: LEGO-მ R2D2-ის კონსტრუქციული კომპლექტი წარადგინა – ფილმიდან “ვარსკვლავური ომები”