in

რა მაძლევს მუდმივი განვითარების მოტივაციას – ქეთი მეფარიშვილი

„თვითგანვითარების დღიურების“ ამ სერიით, საგანმანათლებლო მარკეტფლეისი UpWay ახლის სწავლისა და განვითარების მნიშვნელობას გვახსენებს. თვითგანვითარების სურვილი ის გამწევი ძალაა, რომელიც რაღაც ახლის შეცნობისკენ გვიბიძგებს ხოლმე. ძნელია, წინასწარ იცოდე, რით გაგრძელდება ცოდნის ზღვაში თავით გადაშვება, როგორც ეს ქეთი მეფარიშვილის შემთხვევაში იყო – ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ხელოვნებიდან ბიზნესში, მარკეტინგსა და ტექნოლოგიებში გადაინაცვლებდა. მუდმივი სწავლის წყურვილმა არაერთი პროფესია აათვისებინა და დღეს, ფინტექ პროფესიონალი მარკეტინგის ასოცირებული პროფესიონალი და მენტორია, რომელიც ლატვიური კომპანიის სახელით, აზიის ბაზრების ფინტექ პროდუქტების განვითარებაზე ზრუნავს.

ჩემი პირველი ტრანსფორმაცია 16 წლის ასაკში დაიწყო. წარმატებული საფორტებიანო კარიერა მქონდა, თუმცა ხელის ტრავმის გამო, მომიწია უარი მეთქვა ხელოვნებაზე და ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ეს მიმართულება ჩემი დაგეგმვის, ორგანიზებულობის, ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი მოტივირების უნარიდან გამომდინარე ავირჩიე. სწორედ, ეს უნარები დამეხმარა სამომავლო მიმართულების განსაზღვრაში, თუმცა, იმდენად ახალი იყო ჩემთვის ხელოვნებიდან ბიზნეს სფეროში გადასვლა, რომ ყოველ წელს ახალ-ახალი დისციპლინის სწავლა მიწევდა.

ჯერ კავკასიის ბიზნესის სკოლისა და Grenoble Ecole de Management-ის ერთობლივი პროგრამა დავამთავრე წარჩინებით. ბიზნესის ადმინისტრირების დაუფლების დროს, ვსწავლობდი ბუღალტერიას, ფინანსებს, ადამიანური რესურსების მართვას, მარკეტინგს… ეს უკანასკნელი აღმოჩნდა ჩემი ფავორიტი ბიზნეს დისციპლინა და გავაგრძელე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით სწავლა, უკვე სადოქტორო საფეხურზე დიდ ბრიტანეთში. საქართველოში იმდენად მცირე იყო ციფრული მარკეტინგის შესახებ ლიტერატურა და სატრენინგო კურსები, რომ მომიწია Google-ის, Facebook-ისა და სხვადასხვა უცხოური სასწავლო კურსით შემესწავლა აღნიშნული დისციპლინა.

გამომდინარე იქედან, რომ ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, თითქმის ყველა სფეროში აღწევს და ანაცვლებს ადამიანის მიერ შესრულებულ იტერაციულ პროცესებს, ძალიან დამეხმარა გამეუმჯობესებინა ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მათი შესწავლით. კერძოდ: მონაცემების გარეშე აღარ ვიღებ არანაირ გადაწყვეტილებას, დეშბორდების მეშვეობით გამაჩნია რეალურ ანალიტიკაზე წვდომა, რომელიც საშუალებას მაძლევს, წამიერად შევაფასო ბიზნესის მიმდინარე პროცესები, მანქანური სწავლების მეშვეობით, ყოველდღიურად მიწევს ხარისხიან მონაცემების მოპოვებაზე ზრუნვა, პატერნების გამოყოფა, ისეთი არასაჭირო პროცესების ელიმინაცია, რომელიც ბიზნესს უქმნის საფრთხეს, ვაფასებ, რა ცვლადები ახდენს გავლენას მომგებიანობაზე. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მონაცემთა მეცნიერების, პითონის და მანქანური სწავლების მეშვეობით შევძელი.

დღესდღეობით, მაქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, fortune 500 კომპანიებში. 10 წელია, რაც ლექციებს ვკითხულობ სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტში. 2016 წელს სადოქტორო პროგრამა დავამთავრე უელსის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის კოლაბორაციით და მომენიჭა მარკეტინგის ასოცირებული პროფესორის წოდება.

ბიზნესგარემოს ცვლილებები, ახალი დისციპლინების წარმოშობა და პროცესების მუდმივი დახვეწა მაძლევს ბიძგს, გავაფართოვო ცოდნის არეალი. სამომავლო პერსპექტივაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ჩვენი როლი ავტომატიზაციამ ან ხელოვნურმა ინტელექტმა არ შთანთქოს, ამიტომ მუდმივად ვცდილობ გავყვე თანამედროვე მოთხოვნებს და შრომით ბაზარზე სათანადო პოზიციების შენარჩუნება შევძლო.

არ გადადო თვითგანვითარება, აღმოაჩინე 300-ზე მეტი კურსი საუკეთესო სკოლებისგან UpWay-ზე. რუბრიკის წარმდგენია UpWay – კურსების პირველი მარკეტფლეისი, რომელიც აერთიანეაბს კურსებს ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგის, ჰობის და ბავშვების განვითარების მიმართულებით.

როგორ აუმჯობესებს Samsung მობილურ ფოტოგრაფიას?

Nyobolt-ის ტექნოლოგიით ელექტრო მანქანა 6 წუთში სრულად იმუხტება