in

ქეთი რატიანმა Microsoft-ის უმაღლესი ჯილდო, Platinum Club დაიმსახურა!

Microsoft-ის გუნდის ქართველმა წევრმა, ქეთი რატიანმა კომპანიის უმაღლესი ჯილდო – Microsoft Platinum Club დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქეთი რატიანი იმ ადამიანებს შორისაა, ვინც დაკისრებულ მოვალეობას ზედმიწევნით და მაღალ დონეზე ასრულებს და კომპანიის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი, უშუალოდ, შეაქვს. ასევე, აღნიშნულ დამსახურებას საფუძვლად უდევს „მაიკროსოფტის“ მხარდაჭერით, უმსხვილესი კომპანიებისა და პარტნიორების ციფრულ ეპოქაში წარმატება.

ქეთი „მაიკროსოფტის“ გუნდს 2018 წლიდან შეუერთდა. საწყის ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობდა, ეტაპობრივად კი, მისი დაფარვის არეალი გაიზარდა. ამჟამად, ის საფინანსო სექტორის კომერციული მენეჯერის პოზიციას იკავებს და ბელარუსის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) და უკრაინის ბაზარზე არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან მუშაობს.

რაც შეეხება Platinum Club-ს,  ჯილდოს მფლობელები გავლენიანი ლიდერები ხდებიან, ისეთები, რომლებმაც კომპანიის მოლოდინებს გადააჭარბეს და გამორჩეულად ეფექტური სამუშაო გასწიეს. აღნიშნული ჯილდოს მიღება არის პატივი, რომელსაც კომპანიაში მომუშავე მხოლოდ მცირე რაოდენობის თანამშრომლები იმსახურებენ.

Multi-Country-ს რეგიონიდან, რომელიც 30-მდე ქვეყანას აერთიანებს, მხოლოდ ქეთი რატიანს ერგო აღნიშნული ჯილდო.

„მაიკროსოფტის“ მისიაა, ხელი შეუწყოს ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას პლანეტაზე, მიაღწიოს მეტს.

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ზაურ მეშველიანი მუშაობას Google-ში იწყებს

Apple-ის პრემიუმ რესელერში #backtoschool აქცია დაიწყო