in

ქეთი რაზმაძე – #პირველისამსახური

ახლა ჩვენს რეალობაში ის ეტაპია, როდესაც ყოველ საღამოს, კომენდანტის საათის მოლოდინში, დროდადრო გაგვიელვებს ხოლმე ფიქრი იმაზე, როგორ  შეიცვლება ჩვეული ყოველდღიურობა პანდემიის დასრულების შემდეგ. გონება ერთდროულად უამრავ მოსალოდნელ სცენარს ამუშავებს: რა იქნება შემდეგ? რა გველის? როგორ მოვიქცევით? დაბრუნდება ძველებური ყოფა თუ სამუდამოდ შევიცვლებით? ასეთი მღელვარება რაღაცით პირველი სამსახურის ძიებას ჰგავს, როდესაც სრულიად ახალ რეალობაში აბიჯებ და ჯერ კიდევ არ იცი, რა შესაძლებლობამდე შეიძლება მიგიყვანოს ამ გზამ. დღეს, ქეთი რაზმაძის პირველი სამსახურის შესახებ გიამბობთ.

ჩემი პირველი სამსახური ახლაც ჩემი სამსახურია. 3 წლის წინ თავისუფალ უნივერსიტეტში მართვის და სოციალური მეცნიერებების სკოლაში ვსწავლობდი, როცა უნივერსიტეტის მეილზე მიღებული სტაჟირების ვაკანსია შევავსე. სამეტაპიანი შერჩევის პროცესი სტაჟიორის პოზიციისთვის არც ისე მარტივი იყო – დავალება , გასაუბრება, პრეზენტაცია. მახსოვს, გასაუბრებას და პრეზენტაციას 7-8 უცხო ადამიანი ესწრებოდა, რომლებიც ახლა ჩემი მეგობრები არიან. რამდენიმე კვირის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ თიბისის მარკეტინგში სტაჟიორი ვიყავი. მუშაობის პრინციპი ასეთი იყო – სტაჟიორებს თავად უნდა გვეთხოვა მენეჯერებისთვის „რამე დაევალებინათ.“ ეს იყო ყველაზე რთული ეტაპი – მომეპოვებინა ნდობა, რომ პატარა საქმეც კი დამოუკიდებლად შემესრულებინა.

პირველივე დღიდან ვცდილობდი ბევრ მიმართულებაში გავრკვეულიყავი: ივენთ მენეჯმენტი, კონტენტი, კომუნიკაციები… ასე უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებდი პროცესით და ბევრსაც ვსწავლობდი.

მალევე გამოიკვეთა მიმართულებები, რომლების მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა. თუ ახალ-ახალი იდეებს მანამდეც არ ვუჩიოდი, სტაჟირებისას ყველაზე ამაღელვებელი იდეებზე ფიქრის ნაცვლად, მათი განხორციელების პროცესი აღმოჩნდა. მომწონდა ტექნიკური და პრაქტიკული დავალებების შესრულება, შედეგის დანახვა და ივენთებზე მიღებული ადრენალინი. სამი წლის განმავლობაში, ბევრი პოზიცია შევიცვალე და ამ პროცესმა საბოლოოდ აღმომაჩენინა, რისი კეთება მიყვარს ყველაზე მეტად.

სამი წლის წინაც და ახლაც:

მრავალფეროვნება ჩემი სამუშაო პროცესის თანმდევია;

საყვარელი საქმის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ვსწავლობდე ახალს;

ვმუშაობ ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელ პროექტებზე;

ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვნები არიან.

სამი წლის წინაც და ახლაც ერთნაირად სასიამოვნოა მომდევნო სამ წელზე ფიქრი.

ქეთი რაზმაძე – თიბისის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

Apple-მა ახალი iPhone SE გამოუშვა

სექს-სათამაშო, რომლის გაყიდვებიც 263%-ით გაიზარდა, სახლში დარჩენას გთხოვთ