in

„აბრეშუმის გალერეაში” ქეთი შალამბერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა იხსნება


Silk Factory Studio-ს „აბრეშუმის გალერეა“ წარმოგიდგენთ ქეთი შალამბერიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას, სახელწოდებით „მწვანე სივრცე“.  გამოფენა 24 სექტემბერს, საღამოს ხუთ საათზე გაიხსნება და 14 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ექსპოზიციაშია პანდემიის პერიოდში – 2020-2021 წლებში შექმნილი, ტილოზე ზეთით შესრულებული 70-მდე ფერწერული ტილო.

„აბრეშუმის გალერეაში“ მოსულ მაყურებელს, ძირითადად, ექსპოზიციაში დახვდება მინიმალისტური კომპოზიციები, რაც მხატვრის აზრით, ერთგვარი აბსტრაქტული იდეს გაგრძელებაა – „შექმნილი მარტივი გეომეტრიული ფორმებისგან წარმოსახვით, ხაზის და ფერის საშუალებით ტილოზე იქმნება  ახალი რეალობა, რომელიც დამთვალიერებელს  ფიქრისა და აზროვნებისათვის განაწყობს. ფანტაზია გვაძლევს  საშუალებას ვიაზროვნოთ, იმ რეალობაზე უფრო მაღალი საფეხურიდან, რომლის აღქმაც გვაქვს“.

პანდემიით გამოწვეულმა ჩაკეტილობამ და ხატვის უდიდესმა სურვილმა ქეთი  შალამბერიძეს ინტენსიური მუშაობის საშუალება მისცა –  “ხელოვნება, როგორც „მწვანე სივრცე“ ქმნის კეთილდღეობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, გვაძლევს შორიდან კომუნიკაციის საშუალებას, წარმოშობს პოზიტივს და იმედს.  ხელოვნების შექმნა და დათვალიერება გვეხმარება რთული გრძნობების გამოხატვაში და გამოცდილების მიღებაში. ხელოვნება  ყველა მისი ფორმით არის კატალიზატორი საზოგადოების ცნობიერების  და მხარდაჭერის ასამაღლებლად და წარმოადგენს საზოგადოების კრიზისის დაძლევის ერთგვარ  საშუალებას.

მხატვრის მიზანი არ არის რეალობის ან მხატვრის შინაგანი, თუ გარე სამყაროს ასახვა, არამედ ქეთი შალამბერიძისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების სინამდვილის გააზრება, მისი  შინაგანი მნიშვნელობის წარმოჩენა ადამიანისთვის და ფერწერისგან გაწონასწორებული, ძლიერი, ოპტიმისტური ნამუშევრების შექმნა და დამთვალიერებლისთვის წარდგენა.

„აბრეშუმის გალერეაში“ მოწყობილი გამოფენის   დათვალიერება თავისუფალია, ყოველდღე, 12-დან საღამოს შვიდ საათამდე.

მისამართი – თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N59 (აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის შენობა).

წარმოგიდგენთ ქეთი შალამბერიძის ნამუშევრებს:

green shapes 130×100 oil on canvas
130×100 oil on canvas
Maridjani oil on canvas 130×100 2021
composition 130×100 oil on canvas 2021
composition with letters oil on canvas 130×100 2021
virtual interaction 130×100 oil on canvas 2021
yellow sky 130×100 oil on canvas 2021 low
space N4 100×80 mixed on canvas
100×80 mixed on canvas
100×80 mixed on canvas
space
contrast 100×80 mixed on canvas
100×80 paralel lines acrylic on canvas
turtle oil on canvas 80×100
city 50×70 oil on canvas
triptuch 40×120 oil on canvas

Google Wing-ის დრონს გაბრაზებული ფრინველები დაესხნენ თავს

თორნიკე ტურიაშვილი – #პირველისამსახური