22
Feb
2019

Dezeen Awards-ის ჟიურიში ქეთი თოლორაია და ნატა ჯანბერიძე მიიწვიეს

22 Feb 2019

არქიტექტორებისა და დიზაინერების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე “Dezeen Awards 2019-ზე” ჟიურიში დიზაინ სტუდია “Rooms-ის” დამფუძნებლები: ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია მიიწვიეს. სწორედ მათი დიზაინითაა შექმნილი “Rooms Hotel-ის” თბილისისა და ყაზბეგის სასტუმროები, Holiday Inn, კაფე სტრადა და ა.შ კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი მათ შესახებ წერს, რომ ქეთისა და ნატას ინტერიერისა და დიზაინის სტუდიის ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით გამოიფინა და გაიყიდა.

mBank QR
mBank QR

“ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის და მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კარიერისთვის, ისე ქვეყნისთვისაც, რადგან ეს არის ის ბლოგი, რომელსაც მთელი მსოფლიო ნახულობს და კარგია, რომ საქართველოდანაც არის მიწვეული ამ კონკურსზე ჟიურის წევრი.” – ნატა ჯანბერიძე

აქვე შეგახსენებთ, რომ Dezeen Awards-ზე არტ გალერეა “Window Project-ის” დამფუძნებელი, თამუნა ღვაბერიძეც არის მიწვეული. თავად კონკურსი კი საშუალებას აძლევს როგორც ინდივიდუალურ დიზაინერებსა და არქიტექტორებს, ისე სტუდიებსაც, 36 კატეგორიაში წარადგინონ თავიანთი ნაშრომები და მიიღონ სპეციალური ჯილდო.

განხილვა