in ,

ყველაზე დიდი ნაძირალა, რომელიც კეთილი საქმის კეთების მაგალითად იქცა

დონორი ორგანიზაცია The Martin Agency, თავისი ახალი კამპანიის  ფარგლებში, წარმოგიდგენთ სრულიად წარმოუდგენელ სიკეთის მაგალითს. ეს ამბავი კოულმან სვინიზეა, მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაძირალაზე. მისი პიროვნულობის აღსაქმელად მხოლოდ წარმოსახვა არ კმარა, ეს უნდა ნახოთ. 

 

https://www.youtube.com/watch?v=TeVLxcekEsw

 

კოულმანი სამშობიაროდანვე დიდი ნაძირალა იყო და ასეთად დარჩა. ეს გახლდათ კაცი, რომელის სრულიად აიგნორებდა ეთიკის ნორმებს. შეეძლო მანქანაში ლუდის ბოთლში მოესაქმა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადაეგდო. ეს იყო მავნე ადამიანი, რომელსაც ყველა აღიზიანებდა, მეზობლის ძაღლითა და ბავშვებით დაწყებული, გზაზე მიმავალი გაჭირვებული მოხუცი ქალბატონით დამთავრებული. მოკლედ, კოულმანის “ღირსებების” სია უსასრულოა… მაგრამ, მოულოდნელად, ერთ ჩვეულებრივ, კოულმანურად მავნე დღეს, როდესაც ჩვენი ნაძირალა კაფეში იჯდა და ოფიციანტს ეკამათებოდა, გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. ამ წუთიდან, კოულმან სვინი არა დიდი მავნე გარდაცვლილი ნაძირალა, არამედ გმირი გახდა.

უკაცრავად?! დიახ, კოულმანი გმირი გახდა, რადგან ეს ყოვლად აუტანელი ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი შეუგნებელი ცხოვრების განმავლობაში, მავნებლობის მეტი არაფერი უკეთებია, თავის დროზე დონორად ჩაწერილა. არა, არ მოგესმათ! კოულმანის გარდაცვალების შემდეგ, მისმა გულმა, თირკმელმა და კიდურებმა სხვა ადამიანები იხსნა და ბევრსაც ცხოვრება გაუბედნიერა.

ამ ძალიან უჩვეულო ვიდეორგოლს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ეფექტს Coldplay-ს Fix You სძენს.

და ბოლოს, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ კოულმან სვინის, ავუწიოთ შუა თითები და ვუთხრათ: “კოულმან, შენ აღარ ხარ მავნე ნაძირალა!” – ასე სრულდება ვიდეორგოლი სიკეთის ამ უცნაურ ისტორიაზე.

Pom Pom – მხიარული სახელი სტარტაპისთვის, მხიარული დეკორაცია წვეულებისთვის

10 სპორტსმენი, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე მილიონობით ლტოლვილის სათქმელს იტყვის – UNHCR–ის ემოციური ვიდეორგოლი