in

უორენ ბაფეტის აზრით, კეთილსინდისიერება თანამშრომლის უმთავრესი თვისებაა

უორენ ბაფეტი უდიდეს ყურადღებას უთმობს სწორი ადამიანების ადამიანების დასაქმებას. „როდესაც სამსახურში ახალი თანამშრომელი აგყავს, სამ თვისებას უნდა ეძებდე: პატიოსნებას, ინტელექტსა და ენერგიას. თუ პირველი არ გაქვს, დანარჩენი ორი მოგკლავს“, — ამბობს ბაფეტი.

რა თქმა უნდა, უნარები, IQ და გამოცდილება სამუშაოსთვის აუცილებელია. თუმცა ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება ეთიკურ ქცევასა და პატიოსნებას. სწორედ ამ მიდგომას იყენებს ბაფეტი გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიაშიც, სადაც ცდილობს, ეთიკური კულტურის თუ სანდოობის მქონე კომპანიებს მიანიჭოს უპირატესობა.

ბაფეტის აზრით, ამ ოთხი შეკითხვის დასმა მატყუარა კანდიდატების ამოცნობაში დაგეხმარებათ:

1. თქვენი აზრით, რა ქმნის ეთიკურ სამუშაო გარემოს?

ამ კითხვაზე გაცემულ პასუხში ნათლად გამოიკვეთება კანდიდატის ღირებულებები და სასურველი ქცევები, რომლებიც ნდობაზე დაფუძნებულ კულტურას ეხება.

2. აღწერეთ, როგორ განსხვავდება ეთიკური თანამშრომელი ეთიკური კომპანიისგან

ეს ნამდვილი ხაფანგია, რადგან პასუხი ყოველთვის ერთი უნდა იყოს: „არანაირი განსხვავება არაა“. პიროვნების კეთილსინდისიერება და ღირებულებები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის ფასეულობებს თუ ქცევის ეთიკურ სტანდარტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად იყავით იმისთვის, რომ თანამშრომელი მუდმივად ნეგატიურ ასპექტებს გამოავლენს საქმისა და კოლეგების მიმართ.

3. მომიყევით თქვენი ეთიკური დილემების შესახებ

თუკი კანდიდატმა გითხრათ, რომ ეთიკური გამოწვევის შესახებ არასდროს ყოფილა, ტყუის. კარიერის გარკვეულ მომენტებში ყველას გვაქვს მსგავსი შემთხვევები, მცირე თუ დიდი მასშტაბის. ხოლო კეთილსინდისიერი კანდიდატები ნათლად დაიწყებენ იმის აღწერას, როგორ აირიდეს თავიდან მიუღებელი საქციელი ან როგორ მოუწოდეს სხვას ეთიკური ქცევისკენ.

4. ვითარებამ რომ მოითხოვოს, ოდესმე მოიტყუებით ჩემს ნაცვლად?

ცოტა არ იყოს, ჩამჭრელი კითხვაა, თუმცა ნამდვილად კეთილსინდისიერი კანდიდატი აქაც არ დაიბნევა. თუკი მენეჯერი ან HR გასაუბრებაზევე საუბრობს პოტენციური ტყუილის შესახებ, ეს ყველასთვის სიგნალი უნდა იყოს იმისთვის, რომ, დიდი ალბათობით, კომპანიაში ბევრი სხვა ტყუილი იარსებებს. პატიოსნებაზე დაფუძნებული ღირებულებების მქონე ადამიანს კი ეს ფაქტორი უნდა აწუხებდეს… ამიტომაც, ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ მტკიცე უარი უნდა იყოს.

აი, როგორ მუშაობს SEO კონტენტის გუნდის ხელმძღვანელი

გზამკვლევი ინტროვერტებისთვის, სამსახურში ხილვადობის მისაღწევად