კანის კრეატიულ ფესტივალს მთელი მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრია მღელვარებით ელის. Cannes Lions-ს 65-წლიანი ისტორია აქვს და ყოველწლიურად, მისი ჯილდოსთვის ათასობით კამპანია იბრძვის. წელს ვინ მოიპოვებს კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს? ვისმა ნამუშევარმა დაიმსახურა მძაფრი ინტერესი? აჭარაბეთის ბრენდის ხელმძღვანელი, ქეთო ბარაბაძე, საკუთარ პროგნოზს გვიზიარებს…
“კრეატიულ ინდუსტრიაში მყოფი ადამიანებისთვის კანის ფესტივალი ის ადგილია, რომელსაც წლიდან წლამდე ველოდებით, რომლის სტანდარტებზეც ვფიქრობთ ხოლმე როცა რაიმეს ვქმნით. კანის ფესტივალი ეხმაურება სოციალურ საკითხებს, რომელზეც შეიძლება არც გვიფიქრია მანამდე.
https://www.youtube.com/watch?v=whpJ19RJ4JY&t=9s&fbclid=IwAR10XYMoJJLvXgJafAMDTB9GGsLm_iqyO2seDk4pqBjv388X6tzRrXYrmNc
ყოველთვის მყავს ჩემი ფავორიტი, რომელსაც ვგულშემატკივრობ. ფავორიტებსაც ძირითადად სოციალური თემატიკის მიხედვით ვირჩევ ხოლმე. წელს ასეთია Nike-ის Just Do It-ის გაგრძელება, კამპანია Dream Crazier, რომელზეც კანის ლომების მრავალგზის მფლობელმა სააგენტო Wieden & Kennedy-იმ იმუშავა. კამპანია სოციალურია, ფოკუსირებულია სპორტში მოღვაწე ქალებზე და და მომენტებზე, როდესაც გენდერული თანასწორობა ან ქალთა უპირატესობაც კი, ისეთი თვალშისაცემია, რომ ქალებს “გიჟებად” მოიხსენიებენ. ამ კამპანიაში ყველა ქალი იპოვის თავის წილ სერენა უილიამსს. ნაიკის სჩვევია მსგავსი კამპანიების ინტეგრირება თავის მარკეტინულ სტრატეგიაში, რაც ძალიან მომწონს. Dream Crazier რამდენიმე კატეგორიაშია წელს წარდგენილი და ვფიქრობ ბევრ ჯილდოს აიღებს. ასე რომ, I bet on Nike!
[fbvideo link=”https://www.facebook.com/wtrgnz/videos/834233973589291/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
სამი ქართული პროექტიდან, რომელიც წელს არის წარდგენილი, ყველა ძალიან მომწონს, გამორჩევით კი ერთს გამოვარჩევ – ასევე სოციალურ პრობლემაზე Watergunz-ის მიერ შექმნილ პროექტს „გულგრილობის ხმა.“ კამპანიამ ბევრის ყურადღება მიაპყრო ამ მართლაც ძალიან შემაშფოთებელ საკითხს, რაზეც მანამდე, შესაძლოა, არც გვიფიქრია.”