in

ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში

ლიტერატურა და საგამომცემლო ინდუსტრია, მუსიკა, დიზაინი,  ვიზუალური ხელოვნება, კინო,  ანიმაცია, საშემსრულებლო ხელოვნება, რეკლამა, არქიტექტურა, ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია, რეწვა – ეს ყველაფერი შემოქმედებითი ინდუსტრიებია.

შემოქმედებითი ინდუსტრიები დინამიკურად განვითარებადი სფეროა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და მის ეფექტურ მართვასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის კრეატიული ინდუსტრიის მსოფლიო ბაზრის მოცულობა 104,2 მილირადი დოლარია, ხოლო კაპიტალიზაციამ 2,3 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამასთანავე, ბრუნვა ყოველწლიურად 15%-თ იზრდება. შემოქმედებასა და ტექნიკას შორის საზღვარზე მყოფი ინდუსტრიის მიმართ მსოფლიო ინტერესი სულ უფრო იზრდება და სწორედ ამიტომ, კეტტარი აკადემია გთავაზობთ საქართველოში პირველ პროფესიული მომზადების სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროგრამას „ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში“.

პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტი, შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტის ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვისა და ეკონომიკური სარგებლიანობის გამოყენებისათვის საჭირო უნარებით. პროგრამას უძღვებიან ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომუშავე გამოცდილი იურისტები თეიმურაზ ჯაფარიძე და გვანცა გუგეშაშვილი.

 რა გახდა აღნიშნული პროგრამის მომზადების საფუძველი

ტექნოლოგიებისა და სექტორის განვითარებამ, გამოიწვია ახალი ტიპის ეკონომიკური აქტივობების წარმოშობა. ახალი ტიპის გამოწვევები შეიქმნა სახელმწიფოებისა და ზოგადად ფინანსური და იურიდიული ინსტიტუტების წინაშე. შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ, შეამჩნიოთ ახალი ტიპის ეკონომიკის ნიშნები, ე.წ. „სტეიკჰოლდერული ეკონომიკის“ ნიშნები. თუკი მე-18 საუკუნის ბოლოს დაწყებულმა ტექნოლოგიურმა რევოლუციამ შექმნა იმ დროის წარმოუდგენელი სიდიდის საწარმოები, მილიონობით სამუშაო ადგილი, ჩამოყალიბდა ე.წ. მმართველი კლასი, დღევანდელობაში ყალიბდება ინდივიდების ეკონომიკა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია შემოქმედებით ინდუსტრიებში. ახალმა ტექნოლოგიებმა გახადა ხელმისაწვდომი მილიონობით ადამინისთვის, რამაც გააძლიერა ინდივიდუალურობა ეკონომიკაში. ახალ რეალობაში ეკონომიკის ყველაზე მზარდი და პერსპექტიული სექტორის, შემოქმედებითი ინდუსტრიის, საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენენ ინდივიდუალური პირები, რომლებიც ძალიან ხშირად, საკუთარ სახლში თუ სტუდიაში, თავად ქმნიან შემოქმედებით პროდუქტებს.

დღევანდელი ეკონომიკის გამოწვევას წარმოადგენს ამ შემოქმედებითი ინდუსტრიის პროდუქტებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალმა ტექნოლოგიებმა, გარდა ასეთი პროდუქციის გავრცელებისა, შექმნა ამ პროდუქციის კოპირებისა და მისი შემქმნელის ნებართვის გარეშე გავრცელების უამრავი შესაძლებლობა. ინტელექტუალური საკუთრების უკანონო მითვისება არ არის სიახლე, თუმცა, ციფრულმა გარემომ ამ ყველაფერს სულ სხვა, გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი შესძინა“, – თეიმურაზ ჯაფარიძე, ლექტორი.

რას იწავლიან მსმენელები პროგრამის ფარგლებში?

პროგრამის დასრულების შედეგად მსმენელები მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ და პროფესიულ უნარებს. მსმენელები შეძლებენ ინტელექტუალური საკუთრების არსის განსაზღვრას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების სასიცოცხლო ციკლის მართვას და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მონეტიზაციის ხერხების პრაქტიკულს გამოყენებას შემოქმედებით ინდუსტრიებში, რითაც ხელს შეუწყობენ სფეროს სამართლებრივ დაცვასა და სამოქალაქო მიმოქცევაში ჩაშვებას.

მსმენელებს მიეცემათ პრაქტიკული სამუშაოები დამოუკიდებელი მუშაობისთვის (სააუდიტორიო მეცადინეობებს მიღმა), რომლის ანალიზიც სადისკუსიო ფორმატში განხორციელდება ლექციების მსვლელობისას.

პრაქტიკული სამუშაოების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში მოხდება შემოქმედებით ინდუსტრიებში ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს ექნებათ სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალური საკუთრების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები“, – გვანცა გუგეშაშვილი, ლექტორი.

ვისთვისაა განკუთვნილი პროგრამა?

თანამედროვე შრომითი ბაზარი მოითხოვს და პრიორიტეტს ანიჭებს სპეციალიზებულ უნარებსა და გამოცდილებას მთელ რიგ სფეროებში, რაც იწვევს კონკრეტული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შექმნის აუცილებლობას იმისთვის, რომ სპეციალისტი სწრაფად მოერგოს ბაზრის მოთხოვნებსა და ტენდენციებს. ცვალებად გარემოსთან ადაპრატიისათვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული განათლების ხელშეწყობა, რომელსაც შეუძლია სერიოზული კონკურენცია გაუწიოს უმაღლეს სასწავლებლებს.

კეტტარი აკადემია ერთი წელია აქტიურად პოზიციონირებს ბაზარზე პროფესიული პროგრამებისა და მოკლევადიანი კურსებ ის მომზადების კუთხით. ჩვენი ნიშაა შემოქმედებითი ინდუსტრიები, ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი სექტორი, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირების შემთხვევაში კი შეძლებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს  ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში“, – აღნიშნავს თეონა ჯაყელი – კეტტარი აკადემიის ხელმძღვანელი.

ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით საქართველოში პირველი პროფესიული მომზადების პროგრამაზე რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

[R]

Hennessy-მ, ლებრონ ჯეიმზთან ერთად, კონიაკი გამოუშვა

„წინ და წინ განათლებისკენ“ – „თეგეტამ“ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა