in

ქეთუნა ყრუაშვილი Dezeen Awards 2021-ის ჟიურის წევრი იქნება!

Dezeen მსოფლიოში ყველაზე პოპულარული არქიტექტურისა და დიზაინის ჟურნალია

ქართველი არქიტექტორი, ქეთუნა ყრუაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალის, Dezeen-ის წლევანდელი დაჯილდოების ჟიურის წევრი იქნება.

თბილისში, სამხატვრო აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ქეთუნა ყრუაშვილმა კარიერა მამასთან ერთად პროექტებში თანამშრომლობით დაიწყო. 2005 წლიდან კი ის არქიტექტურული სტუდია NOAstudios-ს თანადამფუძნებელია, რომელიც საქართველოსა და პორტუგალიაში ფუნქციონირებს. სტუდია ასრულებს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო პროექტებს.

Dezeen მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გავლენიანი არქიტექტურისა და დიზაინის ჟურნალია, რომელსაც ჟურნალისტიკისა და საგამომცემლო საქმიანობისთვის მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. ჟურნალის მიზანია, საზოგადოებას არქიტექტურის, დიზაინისა და ინტერიერის საუკეთესო პროექტები წარუდგინოს. სწორედ ამიტომ, კომპანია ყოველწლიურად ატარებს დაჯილდოების ცერემონიას, სადაც წლის საუკეთესო არქიტექტურულ-დიზაინერულ პროექტს, გამორჩეულ სტუდიებსა და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს არჩევენ.

REDMED საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ქვეყანაში ციფრულად აბრუნებს

Apple 6G უსადენო ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს!