in

თუ კევინ ბეკონს შეუძლია ელექტრო მანქანის მართვა, თქვენც მოახერხებთ

თუ კევინ ბეკონს შეუძლია ახალი Hyundai Ioniq 6-ის მართვა, ესე იგი, ამას ყველა მოახერხებს. ეს არა თუ ჩვენი, არამედ თავად ბრენდის, უფრო ზუსტად კი, ახალი კამპანიის დასკვნაა. ახალი, სრულად ელექტრო მოდელის პოპულარიზაციისთვის ჰიუნდაი აღნიშნავს, რომ ელექტრომობილებზე გადასვლის დროა…

Time to Go Electric-ის ფარგლებში ბრენდი მსახიობ კევინ ბეკონთან და მის ქალიშვილთან თანამშრომლობდა. სწორედ ეს უკანასკნელი გვიხსნის, რომ თუ მამამისი უმკლავდება Ioniq 6-ის მართვას, ყველას შეუძლია ეს. ამასთან, კამპანია ორი ნაწილისგან შედგება: Your dad is going electric და 30-წამიანი Grandkids.

„Ioniq 6-ის წარდგენით, Hyundai კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს ხდის ელექტრო მანქანების გამოყენება. თუ ახლა ამ ალტერნატივაზე გადასვლას ფიქრობთ, ვიმედოვნებთ, ჩვენი კამპანია მეტად წაგახალისებთ“, — ამბობს ანგელა ზეპედა, Hyundai Motor America-ს მარკეტინგის დირექტორი.

რა მოგწონთ თქვენს სამსახურში?

Paramount+-ს Showtime უერთდება და სახელის რებრენდინგს გვთავაზობს