in ,

რატომ ამცირებს ჰოლივუდი ფილმების ხანგრძლივობას? – კევინ კოსტნერი და გამბედავი ფრანგი გოგონა

ფრანგულმა კომპანია TGV-მ ისტორიული, ამავდროულად, ცოტა პრობლემური სიახლე შემოგვთავაზა. ისეთ აჩქარებულ სამყაროში, როგორშიც დღეს ვცხოვრობთ, ტრანსპორტიც შესაბამისი სიჩქარით უნდა მოძრაობდეს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მატარებლები კიდევ უფრო ააჩქარა და პარიზიდან ბორდომდე, სამგზავრო დრო თითქმის 2 საათამდე შეამცირა. მართალია, მგზავრებისთვის ეს სიახლე ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა, თუმცა, მეორეს მხრივ, ბედნიერების ფონზე ერთი პატარა პრობლემაც გამოიკვეთა. მატარებელში ფილმის ყურება ბევრისთვის საყვარელი თავშესაქცევია ხოლმე, ახლა კი დროის ცვლილების გამო, მის დასრულებას მგზავრები ვეღარ მოახერხებენ. ამ ფაქტით შეწუხებულმა TGV-ს თანამშრომელმა, პირდაპირ ჰოლივუდში, თვით კევინ კოსტნერთან მისვლა და მისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღების თხოვნა გადაწყვიტა. სიახლისთვის, ბრენდმა ძალიან საინტერესო, თან სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლიც გადაიღო, რომელშიც ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი მონაწილეობს და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ძალიან საინტერესო სანახაობას გვთავაზობს.

BOG
BOG

 

ახალი ხედვა! სლოგანები, რომლებიც სხვაგვარად ჟღერს, სხვა სიტუაციაში – ბექა გიორგაძის პოსტერები

კრიშტიანუ რონალდუმ ბედუინის როლი მოირგო და რამდენიმე ეგვიპტური სიტყვაც ისწავლა