დიდ სავაჭრო ცენტრებში, სადაც ათეულობით მაღაზია და უამრავი პროდუქტია, რთულია მოძებნო და ამოარჩიო შენთვის ყველაზე მისაღები. ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელმა Foot Locker, რომლის შემადგენლობაშიც შედის წამყვანი ბრენდების პროდუქცია, გადაწყვიტა თითოეულ მომხმარებელს აუდიო “მეგზურით” დახმარებოდა.
ახალი კონცეფციის მაღაზიაში ყველა ფეხსაცმელს თავისი ისტორია და დეტალური აღწერილობა აქვს, რომელსაც სმარტფონში ჩამოტვირთული აპლიკაციის საშუალებით, სხვადასხვა წარმატებული სპორტსმენი და დიზაინერი მომხმარებელს თავად უხსნის.
კევინ დურანტი, უოლტ ფრეზიერი და მათთან ერთად სხვა სპორტსმენები, დეტალურად მოგიყვებიან თითოეული ფეხსაცმლის ისტორიას, დადებით და უარყოფით მხარეებს და რჩევის სახით იმასაც მოაყოლებენ, უშუალოდ მათ რომელი მოსწონთ.












