Kevin the Carrot დიდი ხანია იქცა დღესასწაულების სიმბოლოდ. ის ყოველ შობას იზიდავს მაყურებელს თავისი თბილი ზღაპრებითა და ისტორიებით. ტრადიციულად, კევინი და მისი ოჯახი სხვადასხვა სადღესასწაულო, კურიოზულ თავგადასავალში აღმოჩნდებიან ხოლმე. წელს კი მას მსოფლიომ ოლიმპიური თამაშების გადასარჩენად უხმო.
სუპერმარკეტების ქსელის უახლესი რეკლამა იწყება საგანგაშო სიახლით: ოლიმპიური ჩირაღდანი დაიკარგა. კევინისთვის ეს ახალი გამოწვევა და თავგადასავალია. მისია ნათელია – მან უნდა აანთოს ჩირაღდანი და უზრუნველყოს ოლიმპიური თამაშების სტარტი ისე, როგორც დაგეგმილი იყო.
რაც ამ რეკლამას განსაკუთრებულს ხდის, არის ის, რომ კევინი სრულიად ახალ, მისთვის უცნობ გარემოში გვხვდება. Aldi-ს თილისმა კარგად მოერგო ახალ კონტექსტს. ახლა ის არის წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის — ოლიმპიადის შუაგულში. ეს ცვლილება აჩვენებს კევინის მრავალფეროვნებას და განსხვავებულ თვისებებს მატებს პერსონაჟს.
ბაზრის კვლევის პლატფორმა Kantar-ის თანახმად, რეკლამა, სავარაუდოდ, ძლიერ გავლენას მოახდენს Aldi-ის მომავალ წარმატებაზე. პლატფორმის შეფასებით, მაყურებელი სიამოვნებით უყურებს სატელევიზიო რგოლს და დიდი ხნის განმავლობაში ამახსოვრდება ბრენდი.