in

თაჩპედიანი, დასაკეცი კლავიატურა სმარტფონისთვის – Jelly Comb

veon
veon

თქვენი სმარტფონი უამრავ რამეში გეხმარებათ, თუმცა, როცა საქმე ბეჭდვაზე მიდგება, აშკარად რაღაც უფრო დიდი გჭირდებათ. ხშირად, ასეთ დროს, ლეპტოპთან გადავინაცვლებთ ხოლმე, რადგან სმარტფონის ეკრანზე ხანგრძლივი ბეჭდვა არც ისე სასიამოვნო გამოცდილებაა. ხშირად, სწორედ ამ მიზეზით, მოგზაურობისას გვიწევს თან წავიღოთ ლეპტოპიც, თუმცა, სხვა გამოსავალიც არსებობს. მაგალითად, კლავიატურები, რომლებიც სმარტფონებთანაა თავსებადი და მათი დაკეცვა, ანუ კომპაქტურ გაჯეტად ქცევაც მოსახერხებელია. ამჯერად, Jelly Comb-ის კლავიატურაზე ვსაუბრობთ, რომელიც Amazon-ზე 30 დოლარადაა ხელმისაწვდომი და რომელიც თავსებადია როგორც Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებთან, ასევე, iOS-თანაც. გარდა ამისა, მისი გამოყენება (ბლუთუზის დახმარებით დაკავშირება) შეგვიძლია Windows-სა და MacOS-ზე მომუშავე მოწყობილობებთანაც.

Jelly Comb-ის სმარტფონებისთვის განკუთვნილი კლავიატურა იმ იშვიათანგანია, რომელსაც თაჩპედიც აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, თაჩპედი აქ შედარებით პატარაა, ვიდრე ეს ლეპტოპების შემთხვევაში გვხვდება. რაც შეეხება ზომას, დაკეცილ მდგომარეობაში ეს კლავიატურა Samsung Galaxy Note 10+-ის ზომისაა, შესაბამისად, მისი ტრანსპორტირება საკმაოდ მოსახერხებელია. კლავიატურის სრულად დამუხტვა 2-3 საათშია შესაძლებელი. აქტიური ბეჭდვის პირობებში კი ის, ერთ სრულ დამუხტვაზე, 48 საათს გაგიძლებთ.

Amazon.com: Foldable Bluetooth Keyboard, Jelly Comb Pocket Size ...

“სიცოცხლე სიცარიელიდან იბადება” – ლევან სონღულაშვილის მხატვრობა Monograph Lounge-ში

გაჩა ბაქრაძის ახალი ნაწარმოები – „ელეგია „ადონაისი“: ჯონ კიტსის ხსოვნის მიმართ“