in

დომეინ მარკეტინგის პირველი პლატფორმა საქართველოში – Keyword.ge

Startauperi
Startauperi

ვებგვერდების მისამართები, ანუ დომენური სახელები ციფრულ სამყაროში კომპანიების ფაქტობრივი მისამართებია. უდავოა, რომ რაც უფრო დასამახსოვრებელი და მიმართულებასთან შესაბამისია დომენური სახელი, მით უფრო მარტივია მომხმარებლისთვის ამ მისამართის დამახსოვრება, ანუ მასზე კვლავ დაბრუნება. მას შემდეგ, რაც .GE დომენის რეგისტრაციის წესებში ცვლილებები შევიდა, გაჩნდა როგორც დომენების გადაყიდვის (აფთერმარკეტი) ასევე, დომეინ მარკეტინგის განვითარების შესაძლებლობაც. Keyword.ge ამ შესაძლებლობის გამოყენების პირველ პრეცედენტს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე და მოიცავს დომეინ მარკეტინგს – ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთ მიმართულებას.

ვთავაზობთ პრემიუმ დომენებს, რომლებიც არის უნიკალურ ქივორდებზე, მოიაზრებს კონკრეტულ საქმიანობას და არის .GE დაბოლოებით. მაგალითად: burger.ge, baby.ge, gas.ge, sastumro.ge“, – გვიყვება ნუგო ქურდაძე – ადამიანი, რომელიც წლებია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს, პროექტ Keyword.ge-ს მეშვეობით კი, .GE დომეინ მარკეტინგის განვითარებას ცდილობს.

M: კონკურენტულ ბაზარზე დომეინ მარკეტინგი, უდავოდ, აუცილებელი მიმართულებაა. რაში დაეხმარება Keyword.ge ორგანიზაციებს?
მნიშვნელოვანია, როგორ ხედავს შენს დომენს შენი პოტენციური მომხმარებელი. დომენის სწორად შერჩევა ხელს უწყობს ბრენდის, ან პროდუქტის წარმატებას. Keyword.ge-ზე შესაძლებელია მოძებნო პრემიუმ დომენი თემატურად, იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით გეგმავ საქმიანობას, შეარჩიო ამ მიმართულებებში გაერთიანებული დომენური სახელებიდან ერთ-ერთი და შეიძინო. ამის საშუალებით, შენ შეგიძლია გახადო ვებსაიტი ადვილად ხელმისაწვდომი და დასამახსოვრებელი, ხელი შეუწყო SEO (საძიებო სისტემების) ოპტიმიზაციას და დაზოგო რესურსები, ანუ, შეამცირო სარეკლამო ბიუჯეტი.

ნუგო ქურდაძე

როგორც ნუგო მარკეტერთან საუბრისას აცხადებს, დომეინ მარკეტინგის მიმართულებით საქართველოში, Keyword.ge-ს გარდა, სხვა კომპანიები, ჯერჯერობით, არ არსებობენ. აქამდე, საკომუნიკაციო სააგენტოები სთავაზობდნენ მომხმარებელს კრეატიული დომენის მოფიქრებას, თუმცა, დომეინ მარკეტინგი, როგორც სერვისი არ იყო ჩამოყალიბებული საქართველოში. მისი შექმნის იდეა დიდი ხანია არსებობს, შესაძლებლობა კი 15 აპრილს მიღებული ცვლილების შემდეგ გაჩნდა და ნუგოს მიერ, წლების განმავლობაში ნაგროვები დომენური სახელები, გაყიდვის მიზნით, Keyword.ge-ზე ოფიციალურად გამოჩნდა.

სად მივყავართ ნარინჯისფერ ძაფს?! – Orange-ის ვიდეორგოლი

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ზუკა ჩიკვაიძე