საკვანძო სიტყვების (keywords) მოსაძიებლად ბიუჯეტურ ხელსაწყოებს თუ ეძებთ, ეს სტატია, ვფიქრობთ, გამოგადგებათ. ამ საქმისთვის ბევრი იყენებდა Google Keyword Planner-ს, თუმცა შეზღუდვების გამო, ალტერნატიული ხელსაწყოების მოძიება გახდა საჭირო.
თუკი ქივორდების საძიებლად უფასო ხელსაწყოებს ეძებთ, ამ პლატფორმებს მიაქციეთ ყურადღება:
Google Trends
Google Trends ვიზუალურად ასახავს საკვანძო სიტყვის რეიტინგს, დროთა განმავლობაში. მაგალითად, თუ გადავხედავთ სირტვას „კოსტიუმები“, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მისი პოპულარობა ყოველ ოქტომბერში იზრდება. ცხადია, ეს არის ჰელოუინის გამო ხდება.
დამწყებებს ის დაგეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი კონტენტის კალენდარი. დავუშვათ, თქვენ ყიდით კოსტიუმებს ინტერნეტის საშუალებით. ყოველი წლის სექტემბერ/ოქტომბერში „ჰელოუინის 10 ყველაზე საშინელი კოსტიუმის“ სიის გამოქვეყნება ან ხელახალი გამოქვეყნება ეფექტური იქნებოდა. მაგალითად, Apple ყოველ სექტემბერში უშვებს ახალ მოდელებს, ამდენად თუკი ტექ-ბლოგერი ხართ, ეფექტური იქნება, რომ მსგავსი თემატიკის პოსტები ყოველ სექტემბერში განაახლოთ. Trends არასასურველი ქივორდების თავიდან არიდებაშიც დაგეხმარებათ.
Keyword Generator
Keyword Generator პოულობს 150-მდე იდეას, ნებისმიერი საკვანძო სიტყვისთვის. მაგალითად, თუ ჩვენ ვეძებთ „ბიტკოინს“, მივიღებთ ას ვერსიას, რომელიც შეიცავს ამ სიტყვას და მათი სავარაუდო ყოველთვიური ძიების მოცულობასაც. ასევე, ვხედავთ 50 კითხვის ტიპის შეკითხვის ჩამონათვალს. თითოეული სიის პირველი ათი საკვანძო სიტყვისთვის ჩვენ ასევე ვაჩვენებთ საკვანძო სიტყვების სირთულის (KD) ქულას. ეს არის მაჩვენებელი 0-დან 100-მდე, რომელიც აფასებს რეიტინგს. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით მეტი ბექლინკი დაგჭირდებათ რეიტინგისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ ძიების მოცულობა და KD ქულები შეესაბამება არჩეულ ქვეყანას, რომელიც ნაგულისხმევად არის შეერთებული შტატები. თუ სხვა ქვეყნისთვის ეძებთ რეიტინგს, უბრალოდ აირჩიეთ 170+ ქვეყნიდან რომელიმე.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ქივორდ გენერატორი, რათა იპოვოთ იდეები Bing-ისთვის, YouTube-ისა და Amazon-ისთვის. ამისათვის, უბრალოდ შეცვალეთ საძიებო სისტემა გვერდის ზედა ნაწილში.
Keyword Sheeter
Keyword Sheeter ათასობით ქივორდის ავტომატურ გენერირებას გულისხმობს, Google-დან. დასაწყებად, შეიყვანეთ ერთი ან მეტი საკვანძო სიტყვა და დააწკაპუნეთ Sheet keywords-ზე. თუ ბევრი ქივორდის გენერირება გსურთ სწრაფად, ეს ინსტრუმენტი გამოგადგებათ. ის წუთში, დაახლოებით, 1000 იდეას მოგაწვდით.
Answer the Public
Answer the Public პოულობს კითხვებს, წინადადებებს, შედარებებს, ანბანურ და მასთან დაკავშირებულ საძიებო თემებს. ის აგენერირებს იმ შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს ხოლმე. ან განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმით ან წინადადებით, შედარებით, რაც ინტერნეტ მომხმარებელისთვის იყო საინტერესო. ეს მშვენიერი ინსტრუმენტია სამიზნე აუდიტორიის შესასწავლად.
Keyword Surfer
Keyword Surfer არის Chrome-ის უფასო გაფართოება, რომელიც გაჩვენებთ ყოველთვიური ძიების სავარაუდო მოცულობას Google-ში აკრეფილი ნებისმიერი მოთხოვნისთვის. ამჟამად, Keyword Surfer აჩვენებს ადგილობრივი ძიების მოცულობის შეფასებებს 19 ქვეყნისთვის. მათ შორისაა შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბრაზილია, საფრანგეთი და გერმანია.
Keyworddit
Keyworddit არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც გამოაქვს საკვანძო სიტყვების იდეებს Reddit-დან. დაწერეთ საინტერესო მიმართულება და ის მოგაწვდით თემების სათაურებსა და კომენტარებს, 500-მდე საკვანძო სიტყვის მოსაძებნად. ეს ინსტრუმენტი შესანიშნავი საწყისი წერტილია, თუ ცოტა რამ იცით თქვენი ნიშის შესახებ.
Google Search Console
თუ გინდათ თვალყური ადევნოთ თქვენი ვებგვერდის შედეგებს, ორგანული ძიების კუთხით, Google Search Console გამოგადგებათ. ის გაჩვენებთ უამრავ მონაცემს იმ საკვანძო სიტყვების შესახებ, რომლების დამსახურებითაც შედგა თქვენი რანკინგი.
Questiondb
Questiondb პოულობს კითხვებს, რომლებსაც ადამიანები სვამენ კონკრეტულ თემაზე. მათ 48 მილიონი კითხვის მონაცემთა ბაზიდან იღებს, რომელიც Reddit-იდანაა მოპოვებული. კითხვები დალაგებულია პოპულარობის მიხედვით, მაგრამ შეგიძლიათ თემის მიხედვითაც დააგენერიროთ. ის მსგავს კითხვებს ერთად აჯგუფებს.
Bulk Keyword Generator
Bulk Keyword Generator არის საკვანძო სიტყვების კვლევითი ინსტრუმენტი ადგილობრივი SEO-სთვის. ის აგენერირებს ქივორდებს, ინდუსტრიის ტიპის მიხედვით. დასაწყებად, მიჰყევით 1 ნაბიჯს და აირჩიეთ ბიზნესის ტიპი შესაბამისი სიიდან.
შემდეგ ნახავთ ქივორდებს, რომლებიც შეესაბამება თქვენს მიერ შემოთავაზებულ სერვისებსა თუ პროდუქტებს.
წყარო: ahrefs