„ქეი ეფ სი საქართველო“ რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს — კომპანიამ თბილისში მეთორმეტე ობიექტი გახსნა.
KFC-ის ახალი რესტორანი სტუმრებს ქ.თბილისში, დადიანის ქუჩის N49-ში უმასპინძლებს.
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო, სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში „ქეი ეფ სი“-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია კი ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
დადიანის ქუჩაზე მდებარე „ქეი ეფ სი“ გათვლილია 100-მდე სტუმარზე. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10:00-დან 23:00 საათამდე, ხოლო მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 10:00-დან 03:00 საათამდე.

„„ქეი ეფ სი“-ს რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს“.

[R]











