სწრაფი კვების კომპანია KFC-მა, ფრანგ მომხმარებლებს სპეციალური საჩუქარი გაუკეთა – ბრენდმა აუდიო პლატორმა Spotify-ზე მუსიკალური ნაკრები შექმნა. გამოცემა Adweek-ის ცნობით, ალბომში შესულია სხვადასხვა დროსა და ავტორის მიერ შექმნილი სიმღერები, რომელთა ტექსტებშიც KFC-ია ნახსენები.
აღმოჩნდა, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე, 46 სიმღერა შეიქმნა, სადაც KFC-ის სახელი ფიგურირებს. ძირითადად, ეს არის ჰიპ-ჰოპ კომპოზიციები. ყველაზე ხშირად, სწორედ ამ მიმართულების მუსიკისთვისაა დამახასიათებელი ტექსტში საკვების ან სასმელების ბრენდების მოხსენიება.
KFC-ის ახალი კამპანიის ავტორი ფრანგული სააგენტო Sid Lee Paris-ია. კომუნიკაციისთვის კი ისინი სხვადასხვა პლატფორმას, მაგალითად გარე რეკლამას, ბეჭდურ მედიას იყენებენ.