KFC Canada-მ თავის ძველ კარტოფილ ფრისთან დამშვიდობება კრეატიული და უჩვეულო გზით გადაწყვიტა — ბრენდმა ძველებურ პროდუქტს რეალური დაკრძალვა მოუწყო. სანაცვლოდ, თავისი ახალი, იდეალურად შემწვარი კარტოფილი ფრი წარადგინა, რათა მომხმარებელთა გემოს რეცეპტორები კვლავ სათანადოდ დააკმაყოფილოს…
Fry Funeral დაკრძალვის თემატიკის შემოქმედებითი გადააზრებაა, რომელიც რეალურ კადრებსა და ონლაინ ცერემონიას მოიცავს. კი ამბობენ, მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო, მაგრამ ამჯერად მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ ბოლოჯერ გამოეხატათ ზიზღი ძველი კარტოფილი ფრის მიმართ, რომელსაც ცუდი გემო ჰქონდა…