KFC-ის საერთაშორისო ქსელში ახალი პროდუქტი, შემწვარი ქათმის არაორდინალური ბურგერი გამოჩნდა. არაორდინალურობა კი ისაა, რომ პურის ნაცვლად, ქათამი, ტკბილ დონატში დევს.
ასეთი მენიუ სულ ორია – დონატი ქათმის კოტლეტით ($5,99) ან ქათმის ფრთებით ($5,49). CNN წერს, რომ ჯერ უცნობია, როდემდე შეძლებს ბრენდის ერთგული მომხმარებელი ამ ექსპერიმენტული ბურგერის შეძენას. ან, დიდი ინტერესის შემთხვევაში, რომელ ბაზრებზე შეიტანს მას KFC. ამ ეტაპზე, ქათმიანი დონატი ნორფოლკში (კუნძული წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან), რიჩმონდში (ქალაქი ახალ ზელანდიაში), ვირჯინიასა (შტატი აშშ-ში) და პიტსბურგში (ქალაქი პენსილვანიაში, აშშ) იყიდება.
რაც შეეხება KFC-ის საქართველოს წარმომადგენლობას, აქ ჯერ რებრენდინგი მიმდინარეობს. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნინო მიშელაძე ამბობს, ბრენდის განახლება 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
„ახალი წლიდან ახალი ბრენდინგით შევეგებებით მომხმარებელს და ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ. საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კონკრეტულად რომელი ახალი პროდუქტები იქნება საქართველოში წარმოდგენილი, საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს“.