ჩვენ ირგვლივ არსებული მრავალი პროდუქტი, რომელთა წარმომავლობასაც არ ვიკვლევთ, შესაძლოა, სულაც არ წარმოადგენს მის შემქმნელს – მოპარული, გაყალბებული და/ან არალიცენზირებულია. ტანსაცმლის, ჩანთების, საათებისა თუ ტელეფონების კლასიკურ კოლექციას, თანამედროვეობაში ფილმები, ინფორმაცია და ვიზუალური მასალაც დაემატა. გახშირებული თაღლითობის ფონზე, რესტორანი KFC „დაიღალა“ თავისი საკვების ამსახველი ფოტოების ცუდ ხარისხში ნახვით. შედეგად, კომპანიამ გადაწყვიტა, ქურდებს თავისი ვიზუალური საკუთრების უკეთ მიეთვისებაში დახმარებოდა. „თქვენ შეგიძლიათ მოიპაროთ ჩვენი ფოტოები, თუმცა ვერასდროს მოიპარავთ ჩვენს გემოს“, – ნათქვამია KFC-ის კამპანიაში, რომელშიც სურათების ლეგალურად და, რაც კომპანიისთვის ყველაზე მთავარია, მაღალ ხარისხში ჩამოტვირთვის სქემაა ახსნილი. სააგენტო TBWA\RAAD-ის მიერ შექმნილ ვიდეორგოლში მაყურებელი ChickenStock-ს ეცნობა. ეს არის პლატფორმა, საიდანაც KFC-ის ნებისმიერი პროდუქტის ფოტოს, მაღალ ხარისხში გადმოწერთ. ვიდეოში გადმოცემულია, თუ როგორ მივიდა KFC ქურდების დახმარების გადაწყვეტილებამდე.
KFC-მ თავისი ფოტოების ხარისხიანად „მოპარვის“ პლატფორმა წარადგინა











