სწრაფი კვების კომპანია KFC, კრეატიული პროექტებისთვის, ფინანსებს „ქრაუდფანდინგით“ იზიდავს – მომხმარებლებს, თუნდაც, მცირე თანხით, დახმარებისკენ მოუწოდებს. ამ მიზნით, ბრენდმა, სპეციალური კამპანიაც დაიწყო.

 

 

KFC, შეგროვილი ფულით, 5 კამპანიას –  Tie that tracks its wearer, Kentucky Fried Hot Tub, Colonel on Ice, Picnic Bench, Cane – დააფინანსებს. როგორც თავად ამბობენ, თანხა მხოლოდ ამ პროექტებს მოხმარდება. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, სულ, $2,490,783-ია საჭირო.