KFC თითებს რომ ჩაიკვნეტთ ისეთი, რომ არის, ამაში ბრენდმა ბევრჯერ დაგვარწმუნა, ახლა კი პირდაპირ Finger Lickin’ Fork შესთავაზა მომხმარებლებს — მართალია, ბრინჯის მენიუში დამატებას კარგ გადაწყვეტილებად თვლიან, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ ჩვეულებრივი ჩანგლით ამის ჭამა არ გამოვიდოდა… ამიტომაც შექმნეს „ხელიანი“ ჩანგალი და ბრინჯის ჭამა მომხმარებლებისთვის უკეთეს გამოცდილებად აქციეს.
შეზღუდული გამოშვების ჩანგალი KFC-სა და იუველირ Sam Ozanne-ს ეკუთვნით, სტანდარტული ჩანგლის პირების ნაცვლად, ხელი აქვს 5 თითით, რითაც ბრენდის გზავნილიც ძლიერდება: Finger Lickin’ Good.
ოღონდ იმის ნაცვლად, რომ Finger Lickin’ Fork გასაყიდად პირდაპირ თაროებზე დაედოთ, გადაწყვიტეს, იმ გულშემატკივრებისთვის გაეგზავნათ, რომლებიც ძალიან აქტიურობენ მათ სოციალურ ქსელებში…