KFC-ის სხვადასხვა ცვლილების მიუხედავად, მისი სლოგანი ხელუხლებელი რჩება. “Finger Lickin’ Good” ბრენდის ნაწილი ჯერ კიდევ 1950-იანი წლებში გახდა და ახალი კამპანია კვლავ მას აქცევს ყურადღების ცენტრში.
MullenLowe-ის მიერ ორგანიზებული შემოქმედებითი კამპანია ოჯახური ატმოსფეროს შექმნას ემყარება. როგორც წესი, სწრაფი კვების ობიექტები ნამდვილად სწრაფ ტემპთან ასოცირდება… როცა ერთი საქმიდან მეორეზე მირბიხარ და არაფრისთვის გრჩება დრო. ახალ რეკლამაში კი KFC-ის საკვები ოჯახური გარემოს შექმნის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.











