13
Sep
2019

როგორ მოვიგოთ კოლონელ სანდერსის გული? – KFC-ის თამაში, ანიმეს სტილში

13 Sep 2019

Elit Electronics


პაემანი გინდათ კოლონელ სანდერსთან? არავითარი პრობლემა – ეს უკვე შესაძლებელია. სულ მალე, თამაშების ციფრულ პლატფორმა Steam-ზე გამოჩნდება KFC-ის თამაში, სადაც რესტორნების ქსელის დამფუძნებლის გულის მოსაგებად შეძლებთ ბრძოლას. თამაშს, რომელიც ანიმეს სტილშია შექმნილი, ცოტა არ იყოს, გრძელი სახელი აქვს “მიყვარხარ, კოლონელ სანდერს! თითის ჩასაკვნეტი პაემნის სიმულატორი” (I Love You, Colonel Sanders! A Finger Lickin’ Good Dating Simulator). თამაშში სანდერსის ახალგაზრდა და სიმპატიური ვერსია, ანიმეს პერსონაჟის სახითაა წარმოდგენილი. სანდერსის გარდა, არიან სხვა პერსონაჟებიც, რომელიც კულინარიულ სკოლაში სწავლობენ და მოთამაშეებს საინტერესო რეცეპტებს უზიარებენ.

განხილვა