ამბავი ასეთია — სწრაფი კვების გიგანტმა ლონდონურ ქუჩის ტანსაცმლის ბრენდ Aries-თან ერთად Gravy Drip-ის კოლექცია წარადგინა. შეზღუდული გამოშვებისაა, რომელიც ერთდროულად მოდის ელეგანტურობასა და თითების ლოკვის ხიბლს ასახავს. ინსპირაცია კი რომაული ბანკეტები იყო, შესაბამისად, პატივს მიაგებს რიტუალებსა და თეატრალურ დადგმებს.

კოლექციის გამორჩეული ნაწილი ტყავის ქურთუკია ოქროს ხელნაკეთი ელემენტებით, რასაც თან ახლავს რენესანსის სტილის ილუსტრაციები, რომლებშიც თითქოს ციური არსებები ქათმის ბარკლებს სწირავენ… კოლექცია სულ 10 ერთეულისგან შედგება და თითოეული უნიკალურია, თუმცა ერთიანობა ბრენდინგის ოქროს ფოლგის ლოგოთი და, ასევე, ოქროსფერი სოუსის წვეთით იკვრება.

„როცა გადავწყვიტეთ, რომ ადამიანების ცხიმით შეპყრობილობა მოდის სამყაროში გადაგვეტანა, ვიცოდით, რომ მხოლოდ ერთი საკულტო ბრენდი არსებობდა, რომელიც საკმარისად უშიშარი იყო ამის ჩვენთან ერთად გასაკეთებლად და ეს ARIES-ისა. უბრალო კოლაბორაციაზე ბევრად მეტია, თხევადი ოქროსადმი მიძღვნილი სასიყვარულო წერილია“, — განმარტავს ფოებე სიმსი, KFC-ის ბრენდმენეჯერი.

KFC X ARIES-ის კოლექციის ნახვას ტანსაცმლის ბრენდის ვებგვერდზე შეძლებთ, ფასი 15 დოლარიდან იწყება და 1770 დოლარამდე ადის…














