თუ ბილბორდის წინ მდგომ ადამიანებს დაინახავთ, რომლებიც თავს სწრაფად იქნევენ, შეიძლება ცოტათი გაგიკვირდეთ… მაგრამ არა ჰონგ-კონგში, სადაც ამ გზით KFC მომხმარებლებს საიდუმლო ინგრედიენტს უზიარებს. ერთი შეხედვით, ბილბორდზე შავ-თეთრი ხაზებია და იქვე KFC-ის ლოგოც — ხოლო თუ თავადაც გაიქნევთ თავს, საიდუმლო ინგრედიენტსაც დაინახავთ.
ეს კამპანია ახალ Fing Fing Cajun Chips-ს ეძღვნება, სადაც Fing Fing კანტონურად რყევას ნიშნავს. ახალი ცხარე სოუსი კარტოფილის ყველა შეკვრას მოჰყვება და ამასაც კარგად შენჯღრევა სჭირდება… შესაბამისად, Edelman Hong Kong-ისთვის თავის ქნევის ინსპირაციაც მალევე დაიბადა. ამგვარად, უბრალო სტატიკური სურათითა და ილუზიით ბილბორდების სრულიად ახალი გამოცდილება მივიღეთ: