in

KFC-ის ბილბორდს Birds Eye გადაეფარა — მცენარეებზე დაფუძნებული შეფუთვის პოპულარიზაცია

KFC-ს კრიტიკის შემდეგ გაყინული საკვების ბრენდმა Birds Eye-მ ქათმის მოყვარულები გამოიწვია, რათა თავი დაანებონ თავიანთ საყვარელ ქათმის ყუთებს და სანაცვლოდ, ბრენდის მცენარეებზე დაფუძნებული ე. წ. დიპერებით ისარგებლონ. 

დიახ, სწორედ ამიტომ ფარავს მათი რეკლამა KFC-ს ბილბორდს…. იმისათვის, რომ თითების ალოკვა მოგინდეთ, არ არის აუცილებელი, ეს ქათამი იყოს“ — ვკითხულობთ OOH რეკლამაზე.

კამპანიას Birds Eye’s Green Cuisine-ის ბრენდის ხელახალი გაშვების ფონზე წარმოგვიდგენენ. Welcome to the Plant Age-ის სარეკლამო ბიძგთან ერთად, მათ შეფუთვასა და ბრენდის რედიზაინზეც იზრუნეს. 2022 წლის ბოლოს კი შეფუთვის ასივე პროცენტი გადამუშავებადი იქნება.

ამ ცვლილებების განხორციელებაზე Birds Eye-მ McCann-ის სააგენტოსთან ერთად იზრუნა. ახლა კი თქვენ გადაწყვიტეთ, რომელს აირჩევთ…

 

Coca-Cola-მ 2022 წლის მუნდიალისთვის სარეკლამო რგოლი შექმნა

წვა, როგორც ზიანის მთავარი მიზეზი — რა მსგავსება არსებობს გარუჯვასა და სიგარეტის მოწევას შორის?