in

KFC-ის საპილოტე შეფუთვა მცენარეების სასუქად გარდაიქმნება

KFC-მ მცენარეებზე დაფუძნებული შეფუთვის წარმოება დაიწყო, რომელიც შემდგომში სასუქად გადაიქცევა. საპილოტე პროექტს სინგაპურში TRIA-ს საკვების შეფუთვის სტარტაპის დახმარებით ახორციელებენ და ეს 6 თვე გაგრძელდება.

შესაფუთი მასალები ჩვეულებრივ ქაღალდთან ერთად ბიოდეგრადირებადი პლასტმასით მზადდება. ეს უკანასკნელი კი სიმინდსა და შაქრის ლერწმის რბილობს შეიცავს, რომელსაც აშშ-დან, ტაილანდიდან და ტაივანიდან მოიპოვებენ. თუმცა მიუხედავად მსგავსი ცვლილებისა, შეფუთვის დიზაინი ზუსტად ისეთი დარჩა, როგორიც ადრე იყო… 

ხოლო მას შემდეგ, რაც თქვენ შეფუთვას გადააგდებთ, ნარჩენების სპეციალური მოწყობილობა მას სულ რაღაც 24 საათის განმავლობაში სასუქად გარდაქმნის. კონკრეტულად კი მას 2205 ფუნტი ნარჩენის 440-660 ფუნტ მცენარეთა საკვებად გადამუშავება შეუძლია.

ეს სიახლე მხოლოდ ნარჩენების შემცირების მხრივ არ არის მნიშვნელოვანი, TRIA-ს განცხადებით, სასუქებისადმი მოთხოვნაც იზრდება, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა გადაზიდვები შეაფერხა… 

საინტერესოა ისიც, რომ სტარტაპი ნორვეგიულ სასუქის მწარმოებელ Yara International-თან თანამშრომლობს, რათა სისტემა უფრო მასშტაბური, სასუქი კი კომერციული ხარისხის გახადოს.

IBM სარეკლამო ინდუსტრიაში მიკერძოების აღმოფხვრას ცდილობს — ახალი AI ტექნოლოგია

ალფა დაზღვევა – Tbilisi Open Air 2022-ის ოფიციალური პარტნიორია