მართალია, ეს ამბავი პირველი აპრილის ხუმრობას უფრო ჰგავს, მაგრამ სრულიად რეალურია და შეზღუდული დროით ხელმისაწვდომიც კი… სწრაფი კვების ქსელმა KFC-მ, პირის ღრუს მოვლის ბრენდ Hismile-თან ერთად, ქათმის არომატის მქონე კბილის პასტა გამოუშვა!

თავდაპირველად იუმორისტული კონცეფცია მალევე გადაიქცა საბაზრო იდეად, როცა Hismile-ის გუნდმა მისი ვირუსული პოტენციალი შეამჩნია. ახლა კი კბილის პასტით KFC-ის Original Recipe-ის შეუდარებელ გემოს გვპირდებიან. უცნაური გამოცდილება ამით არ მთავრდება, კბილის ელექტრო ჯაგრისსაც სთავაზობენ გულშემატკივრებს, რომელთაც სიახლეების გამოცდა უყვართ.

ფასებსაც გეტყვით — კბილის პასტა 13 დოლარი ღირს, ხოლო კბილის ელექტრო ჯაგრისი 59 დოლარი. მათ შეძენას ექსკლუზიურად Hismile-ის ვებვერდზე შეძლებთ. აქვე მიმოხილვებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ, სადაც ზოგიერთი სიახლით აღფრთოვანებულია, ზოგიც კი ზედმეტად მიიჩნევს…

ჩვენ კი ვერ ვიტყვით, რომ KFC-სგან ეს გაგვიკვირდა, რადგან მანამდე მომხმარებლებს ქათმისა და ორცხობილების სუნით სანთლები შესთავაზა… მსგავსი ამბავი Dunkin’-ისგანაც გავიგეთ, როცა დეოდორანტის გამოშვება გადაწყვიტეს.












