26
Jan
2018

დრონი, რომელიც ქათმის მენიუს მოყვება საჩუქრად! – KFC-ის კამპანია ინდოეთისთვის 

26 Jan 2018

Elit Electronics


KFC-ს ინდოეთისთვის საინტერესო, თანაც მომხმარებლისთვის ძალიან სასიხარულო სიახლე აქვს. კომპანია ქათმის ფრთების შეფუთვას საჩუქრად ნამდვილ დრონს დაუმატებს, რომლის აწყობის და გამოყენების ინსტრუქციას სპეციალურ საიტზე განათავსებს. თუმცა, ამ არაჩვეულებრივ საჩუქარს ბუნებრივია ყველა ვერ მიიღებს. დრონის მფლობელი მხოლოდ ის იღბლიანი მომხმარებელი გახდება, რომელიც 25 და 26 თებერვალს KFC-ის 12 რესტორნიდან სწორედ იმ ერთს ესტუმრება, სადაც შეფუთვას განსაკუთრებული საჩუქარი მოჰყვება. აქვე კომპანია იმ ინფორმაციასაც ავრცელებს რომ დრონიანი შეფუთვა შეზღუდული რაოდენობით იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, ქათმის გემრიელ ფრთებთან ერთად ნამდვილ დრონს მხოლოდ ის იღბლიანი სწრაფი კვების მოყვარულები მიიღებენ, ვინც საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდებიან.

განხილვა