„ქეი ეფ სი საქართველო“ რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს — კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეთხუთმეტე ობიექტი გახსნა.
KFC-ის ახალი რესტორანი სტუმრებს ქ.თბილისში, ლუბლიანას ქ. N32-ში უმასპინძლებს.
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო, სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში „ქეი ეფ სის“ რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს. ამასთან, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე KFC გათვლილია 150-მდე სტუმარზე. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10:00-დან 03:00 საათამდე. დროის ამავე ინტერვალში იქნება შესაძლებელია მიტანისა და თან წაღების სერვისით სარგებლობა.
შეგახსენებთ, რომ „ქეი ეფ სის“ რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
[R]