in

რატომ წაშალა KFC-მ რეკლამა?

KFC შემთხვევით დიდ შარში აღმოჩნდა — რეკლამა გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალური მედიის მომხმარებლებში დაბნეულობა გამოიწვია. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გრაფიკაა, ჰეშთეგით #NoTentsJustChicken, თუმცა ზოგიერთმა მომხმარებელმა ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შედეგად დევნილი პალესტინელების დამცინავ ქმედებად აღიქვა. რეალურად კი AFP-ის ფაქტების გადამოწმების კომისიამაც დაადასტურა, რომ კამპანია ანტიგუასა და ბარბუდაში მომხდარ ადგილობრივ ინციდენტს ეხმიანებოდა, სადაც Antigua Public Utilities Authority-ის კარვის გაუჩინარება სალაპარაკო თემად იქცა:

არასწორ ინტერპრეტაციას ექსპერტები რეკლამის არასათანადო დროში გამოქვეყნებას მიაწერენ, რასაც ამძაფრებს ღაზას სექტორში არსებული მზარდი დაძაბულობა. ეს კი უფრო გამწვავდა ინფლუენსერების ჩართვით, რომლებმაც არასწორი ნარატივი Instagram-ზე, Facebook-სა და X-ზე გააჟღერეს. პოსტებში KFC-ის ადანაშაულებდნენ დევნილი პალესტინელების დაცინვაში, აქ ისეთ ფრაზებს ამოიკითხავთ, როგორებიცაა: KFC-ის ეს ამაზრზენი რეკლამა ღაზას დასცინის; KFC დევნილ პალესტინელებს დასცინის, რომლებიც შიმშილობენ…

მართალია, ინსტაგრამმაც მალევე მონიშნა სურათი, როგორც ცრუ ინფორმაციის შემცველი, მაგრამ KFC-მ გადაწყვიტა, იგი წაეშალა. სწრაფი კვების ქსელის სპიკერმა განმარტა, რომ მათი მიზანი მხოლოდ ტრენდულ საუბარში ჩართვა იყო, რაც ანტიგუას ამბავს უკავშირდებოდა… ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას არავითარი კავშირი ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან და მოიბოდიშა ნებისმიერი დაბნეულობისა თუ გაღიზიანებისთვის, რომელიც KFC-ის ბოლო პოსტს შეიძლებოდა, გამოეწვია. 

ნაყინი, როგორც ზამთრის ტკბილეული — Magnum-ის ვიდეორგოლი

თბილისის დიზაინის ფესტივალი – Ad Black Sea-ს გუნდი ახალ საერთაშორისო ფესტივალს აანონსებს