24
Nov
2014

თბილისში KFC–ის პირველი რესტორანი დეკემბერში გაიხსნება !

24 Nov 2014

დეკემბრის დასაწყისში თბილისში KFC –ის პირველი ობიექტი გაიხსნება. საქართველოში კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ქეთევან მეფარიშვილის თქმით, KFC –ის და Iberia Food Company-ს შორის ფრენჩაიზის ხელშეკრულების თანახმად,  სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ბრენდის 10 ობიექტი უნდა გაიხსნას.

ამერიკული სწრაფი კვების ობიექტების ქსელი KFC (Kentucky Fried Chicken) ცნობილია ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეფტით. ბრენდი 1930 წელს კენტუკის შტატში ჰარლამ სანდერსის მიერ შეიქმნა.

ქეთევან მეფარიშვილი: “KFC- პირველი რესტორანი თბილისში სტუმრებს ქათმის სენდვიჩით, ქათმის ფრთებისა და ბარკლის კალათებით, ყველის, კარისა და ნივრის სოუსით გაუმასპინძლდება. KFC მასობრივი ბრენდია. მრავალფეროვანი მენიუ საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ყველა გემოვნების ადამიანი. წარმოდგენილი იქნება ცხარე ან ორიგინალი ფქვილში ამოვლებული შემწვარი ქათმის ნაჭრები, სენდვიჩების ფართო ასორტიმენტი, გარნირები, სალათები, ცხელი ვაფლი ნაყინით ან მომხმარებლის მიერ შერჩეული ტოპინგით, ჩიზქეიქი, სახელგანთქმული ყავის ასორტიმენტი და ა.შ.”

M : როგორი იქნება საფასო პოლიტიკა?

 ყველაფერი იქნება მომხარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად.

M: ამ ბაზარზე კონკურენცია დიდია. რომელ მათგანს მიიჩნევთ უშუალო კონკურენტად და რატომ აირჩევს მომხარებელი KFC–ს, როცა მისი ცნობადობა არც ისე მაღალია?

კონკუერნციის სიდიდის მიუხედავად, KFC გამორჩეული ბრენდია მსოფლიოში გამოცდილებით, კერძების მომზადების , თითქმის, საუკუნოვანი საიდუმლო რეცეპტით. ფლობს საცალო ბიზნესის მართვის სიღრმისეულ ცოდნას და მალე ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს ამ ბრენდის მომსახურების ხარისხი. ეს მოვლენა დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ადგილობრივ შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების შექმნაზე, ისე ჯანასღი კონკურენციის ზრდაზე ამ სექტორში. გვჯერა, რომ ქართველი მომხმარებელი სიხარულით შეხვდება ამ ბრენდის შემოსვლას საქართველოში, დააგემოვნებს KFC -ის მენიუს და აქტიურად გაიზიარებს იმ დადებით განწყობას, რასაც კომპანია ყოველდღიურად გასცემს ერთგული მომხმარებლებისადმი.

 M: რა აპირებთ სამომავლოდ საქართველოში?

ხელშეკრულების ფარგლებში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოში KFC -ის 10 რესტორანი გაიხსნება, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში.

განხილვა