შონ ესტინი, რომელიც 1993 წელს გამოსულ ფილმში “რუდი” მთავარ როლს თამაშობს, KFC-ის რეკლამაში გამოჩნდა. ვიდეორგოლი, სახელწოდებით “რუდი 2” სწორედ მისი მონაწილეობით შექმნილი ფილმის მოტივებზეა შექმნილი. “რომ გავიზრდები, კოლონელი სანდერსი უნდა გამოვიდე” – ამბობს რუდი მიუხედავად წინააღმდეგობებისა, სახალისო გზით მოგვიწოდებს, არასოდეს დავთმოთ ჩვენი ოცნებები. კამპანიაზე სააგენტომ Wieden + Kennedy იმუშავა.
https://www.youtube.com/watch?v=xGP_nXJaLA0