in

თბილისში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი სააკაძის მოედანზე გაიხსნა!

ქეი ეფ სი საქართველო რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს — კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეცამეტე ობიექტი გახსნა.

ქეი ეფ სის ახალი რესტორანი სტუმრებს ქ.თბილისში, სააკაძის მოედანზე, ვ.ჭაბუკიანის ქ. N2-ში უმასპინძლებს.

KFC (Kentucky Fried Chicken) ამე­რი­კუ­ლი სწრა­ფი კვე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლია, რომელიც სახელგანთქმულია ქათ­მის მომ­ზა­დე­ბის ლე­გენ­და­რუ­ლი, სა­ი­დუმ­ლო რე­ცეპ­ტით. იგი 1930 წელს და­არ­სდა კენ­ტუ­კის შტატ­ში (აშშ), კოლონელ ჰარ­ლანდ სან­დერ­სის მიერ — მან უმოკ­ლეს ვადაში შეძ­ლო, სა­ხე­ლი გა­ეთ­ქვა თა­ვი­სი რე­ცეპ­ტე­ბით არა მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფლიოს მას­შტა­ბით.

საქართველოში ქეი ეფ სის რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

სააკაძის მოედანზე მდებარე ქეი ეფ სი გათვლილია 100-მდე სტუმარზე. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო მიტანის და თან წაღების სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 10:00-დან 03:00-მდე.

შეგახსენებთ, რომ ქეი ეფ სის რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

[R]

საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების პირველი საერთაშორისო კონფერენცია იმართება!

Victoria’s Secret – „ანგელოზთა” ბრენდის ისტორია