ჯერ სანთლები გამოუშვეს ქათმის ფრთების სუნით, ახლა კი KFC მომხმარებლებს საჩუქრების შესაფუთ ქაღალდს სთავაზობს, რომელსაც კვლავ მათი საკულტო ქათმის გემო აქვს…
ამ ამბის თანამონაწილე SOLDIER გახლავთ, რომლის არსებობაც კამუფლაჟის სტილში ნამდვილად იგრძნობა. თუმცა გარდა სათამაშო ბურთების, ქათმებისა და ვარსკვლავების ილუსტრაციებისა, აქ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს ნახავთ, რომლის ალოკვაც შესაძლებელი იქნება.
თუ KFC-ს დავუჯერებთ, საკვებისთვის უსაფრთხო და არატოქსიკურია, თუმცა პირდაპირ ჭამასაც არ გვირჩევენ. იმასაც კი გვეუბნებიან, რომ ვეგანებისთვის, ვეგეტარიანელებისა და 5 წლამდე ბავშვებისთვის მისი მოხმარება არ შეიძლება…
საინტერესოა, რომ შესაფუთი ქაღალდები ბრენდმა KFC Shop-ში უფასოდ განათავსა.