კულტურული აქტუალობის შესანარჩუნებლად KFC-მ ახალი, თავხედური და კრეატიული კამპანია წამოიწყო — Sorry Manners სადილის დროს თავაზიან მანერებს გვერდით ისვრის და თითების ჩატკბარუნების სიამოვნებას გვაჩვენებს გემრიელი ქათმის დაგემოვნებისას. ასე კი მსოფლიოს თავის წესს ახსენებს, რომ KFC-ის ქათამი ხელით უნდა მიირთვან.
„რაღაც ერთდროულად სიურრეალისტური და სახალისოცაა KFC-ის სიუჟეტის საუკუნეების სასახლეში განვითარებით. პარიკებსა და კორსეტებში გამოწყობილი მსახიობები, კონტრასტულად KFC-ის ქათმებით სავსე მაგიდასთან მჯდომნი, რომლებიც ხელით მიირთმევენ… სწორედ ეს კონტრასტი ხდის კამპანიას თამამს, სწორედ KFC-სა და Courage-ის გაბედულებამ მიიპყრო ჩემი ინტერესი, რომ პროდუქტის ამგვარი პოზიციონირება მოეხდინათ“, — ამბობს მარტინ ვერნერი, Partners Film-ის ხელმძღვანელი.
ბრიჯერტონის სტილში გამართული ვახშამი Sorry Manners-ით სუფრის ეტიკეტს თავდაყირა აყენებს, სტუმრები უარს ამბობენ დახვეწილ მანერებზე და KFC-ს ხელით მიირთმევენ — როცა საქმე ასეთ საყვარელ საკვებს ეხება, თავი შეკავება შეუძლებელია — „ჩვენ კი არ შევახსენებთ ადამიანებს, რა ხდის KFC-ს დაუძლევლად, არამედ ვაჩვენებთ მათ“.
„კამპანია საკმაოდ მარტივი და ძლიერი ჭეშმარიტებიდან დაიბადა, რომ KFC არ არის ის, რასაც მორიდებულად შეჭამთ. ერთ-ერთი რამ, რაც ამ კამპანიაში მიყვარს, მისი სიმარტივეა, სიხალისე და ყურადღების მიპყრობის გზა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საკულტო სლოგანის შემოსატანად: It’s Finger Lickin’ Good. ეს ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ჰგავს, პირიქით, განაცხადია“, — განმარტავს დავალ ბჰატი, კამპანიის ავტორი Courage Inc-ის სააგენტოდან.













