in

KFC-მ ბილბორდებზე ბურგერი ვერ დაატია

KFC-ის ბურგერის კოშკი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ტრადიციულ სარეკლამო ფორმატებში ვერ ჩაატიეს. თუმცა მენიუში არსებული პროდუქტის ზომის შემცირების ნაცვლად, გადაწყვიტეს, ეს ფაქტი იუმორისტულად ეჩვენებინათ KFC-ის მოყვარულებისთვის გაერთიანებულ სამეფოში. 

შესანიშნავი პროდუქტის სიმაღლე თავიდან კი გამოწვევას ჰგავდა მარკეტერებისთვის, რადგან სტანდარტულ ჰორიზონტალურ ბილბორდებსა თუ ტელევიზორის ეკრანებზე არ ეტეოდა, თუმცა Mother London-ის სარეკლამო სააგენტომ გამოსავალი იპოვა — პირდაპირი გაგებით, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. 

KFC Tower-ის ბურგერი ზედმეტად მაღალია მედია განთავსების უმეტესი სივრცისთვის. ასე რომ, ამ კამპანიისთვის ადაპტაცია მოგვიწია, — აცხადებენ სააგენტოში. 

შედეგად, ბურგერის პური ხან ბილბორდის თავზე მოაქციეს, ხანაც კი 90 გრადუსით ამოაბრუნეს. და ხომ გახსოვთ, ზოგჯერ მცირე გადახვევასაც კი დიდი შედეგები მოაქვს…

თიბისის მხარდაჭერით, სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის „ბროწეულის ფერის“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართება

როდესაც ახალი ხელმძღვანელის გამო, საყვარელ საქმეზე გული გიცრუვდებათ