in

ერთიანობა, KFC-ის ენაზე

მართალია, 2020 წლის ყველაზე ცუდი სლოგანის ტიტული KFC-ს შეხვდა, ფრაზისთვის: It’s finger lickin good, სამაგიეროდ, ბრენდმა საზოგადოების ერთიანობას ვიდეორგოლი მიუძღვნა და ეს არცთუ ურიგოდ გამოუვიდა. სიუჟეტი ეხება ადამიანების განსხვავებულობას. კამპანია გვიყვება განსხვავებულ ადამიანებზე, რომლებსაც დიდი თუ მცირე მასშტაბის გამოწვევები აქვთ გადასალახი, რათა საზოგადოების ცხოვრება უკეთესისკენ შეცვალონ. სხვადასხვა კადრში ნაჩვენები ადამიანებიდან ზოგი ღამის ცხოვრების მრავალფეროვნებაზე გვიყვება, ზოგიც ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ ერთი რამ აქვთ საერთო. კამპანიაზე სააგენტო Cloudfactory-მ იმუშავა.

3 გზა, როგორ დავეხმაროთ დამკვეთებს წარმატების მიღწევაში, კონტენტის საშუალებით

კომპოსტირებადი პირბადე, გარემოს ზიანის შესამცირებლად